ისლამური სამოთხე

Google+ Pinterest LinkedIn Tumblr +

ისლამური სამოთხე, ისევე როგორც წინასწარმეტყველის მთელი ბიოგრაფია, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან მიწიერია. იქ მუჰამედის მიმდევართათვის საოცნებო ექვსი რამ მოიპოვება: ულამაზესი ქალიშვილები (ალაჰის უზომო მოწყალება განაპირობებს იმას, რომ მართლმორწმუნე მუსლიმ მამაკაცთა ამქვეყნიურ ცოლებს სამოთხეში შესაძლებლობა ექნებათ დატკბნენ თავიანთი ქმრების ყურებით, როდესაც ისინი მათთვის განკუთვნილი 72 ქალიშვილით და 24 ჭაბუკით ისიამოვნებენ); ახალგაზრდა ბიჭუნები; წყალი; ღვინო (მუჰამედის მიერ აქაური ცხოვრებისათვის აკრძალული); ხილი; სიმდიდრე.ჰადისებში (განმარტებებში) მუჰამედი ამ მიმართულებით უფრო შორს მიდის. ,,ალი გვაუწყებს, რომ მუჰამედს უთქვამს – ,,სამოთხეში არის ქალთა და კაცთა ბაზარი, სადაც ყიდვა-გაყიდვა არ ხდება. ნებისმიერ მამაკაცს ექნება უფლება მის მიერ მოწონებულ საქონელთან ფიზიკური სიახლოვისა” (ალ. ჰადისი, ტომი 4, გვ. 172,  34).

ყველაზე საინტერესო ისლამურ სამოთხეში ის არის, რომ ადამიანები ტუალეტში სიარულის აუცილებლობისაგან თავისუფლდებიან. ,,მოსმენილი მაქვს ღმერთის წინასწარმეტყველის, რომ სამოთხის მკვიდრნი საჭმელ-სასმელს მიიღებენ და წყალს კი არ დაღვრიან,.. ეკითხებოდნენ – მაშ რა მოუვა საკვებს? ამაზე პასუხობდა – გამოიყოფა კეთილსურნელოვანი აირისა და ოფლის სახით, ისევე ადვილად, როგორც თქვენ სუნთქავთ და ადიდებენ ღმერთს” (საჰიჰ მუსლიმი, წიგნი 39, 6798 მოთხრობილი ჯაბირ იბნ აბდულას მიერ). ალბათ ეს ყველაფერი საკმარისია იმისათვის, რომ შაჰიდთა (წმინდა ბრძოლაში დაცემულთა) სიკვდილი მათმა დედებმა კი არ იგლოვონ, არამედ იზეიმონ. ისინი სიხარულის შეძახილით რეაგირებენ და სტუმრებს ტკბილეულით უმასპინძლდებიან.მუჰამედი თავისი უკანასკნელი ვიზიტისას მექაში 632 წ. მისი მოძღვრების შემაჯამებელი სიტყვით გამოდის. ამ გამოსვლის მთავარი სლოგანია მუსლიმთა მოწოდება იქამდე ბრძოლისაკენ, სანამ მსოფლიოში ყველა არ წარმოთქვამს შაჰადას: ,,არა არს ღმერთი თვინიერ ალაჰისა და მუჰამედია წინასწარმეტყველი მისი!” ყველა ცნობა ამ პოლიტიკური და რელიგიური ლიდერის სიმბიოიზის შესახებ, გვიხატავს მუჰამედს, როგორც არაბთა დაბალი ფენის ამბიციურ წარმომადგენელს, რომელმაც ხელთ წარმატებით იგდო ძალაუფლება, რისთვისაც ახალი ტოტალიტარული იდეოლოგია შექმნა, რაც სანახევროდ ცნობილი, სანახევროდ ორიგინალური რელიგიური შინაარსის ფრაგმენტებისგან ააწყო. ამასთან, მისი შემოქმედება უხვად იყო გაჯერებული სადისტური ელემენტებით.

ყურანის მედინური სურებიდან ზემოთ მოყვანილი ციტატები, რომლებიც სიძულვილის ენითა და ,,კუფარებისადმი” ან “ქააფირებისადმი” (ურჯულოებისადმი, ურწმუნოების, ათეისტების მიმართ) ძალადობის პირდაპირი მოწოდებებითაა გაჯერებული, ბევრისათვის გამოსაფხიზლებელი უნდა იყოს. ამ ფონზე იმათი პოზიციაც სუსტად გამოიყურება, ვინც (კეთილი ნებით მოტივირებული) ტექსტის მსგავსი ნაწილების რელატივირებას და ალტერნატიულ ინტერპრეტაციას შესაძლებლად მიიჩნევს. ,,ფრჩხილები დააძრეთ” – არ შეიძლება სხვანაირად იყოს ნაგულისხმები და გაგებული თუ არა პირდაპირი მნიშვნელობით… რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ ამტკიცონ, რომ ასეთ დანაშაულებრივ მოწოდებებს მორწმუნეები არ უნდა დაემორჩილონ, მაგრამ ასე გამოდის, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ღვთის სიტყვას: ყურანი ხომ ალაჰის კარნახით არის ჩაწერილი.


(78:31-34) უეჭველად, ნეტარება ღვთისმოსავთათვისაა! (ასევე მათთვისაა) ბაღები და ზვრები, მკერდსავსე თანატოლები, და სავსე ფიალები.


(36:56) ისინი და მათი მეუღლეები ჩრდილში იქნებიან სავარძლებზე მიწოლილნი.


(4:57) ხოლო რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, სულ მალე სამოთხეებში შევიყვანთ მათ, სადაც ძირს მდინარეები მოედინება და სადაც სამუდამოდ დამკვიდრდებიან. მათთვისაა იქ უმწიკვლო მეუღლეები. და შევიყვანთ მათ გასაგრილებლად ჩრდილში.


(37:48-49) და მათ გვერდით, მზერამიპყრობილი, დიდთვალება ლამაზმანები, როგორც ხელუხლებელი კვერცხები.


(44:51-54) უეჭველად, ღვთისმოშიშნი უსაფრთხო ადგილას, ბაღებში და წყაროებში იქნებიან. შეიმოსებიან აბრეშუმით და ატლასით, ერთურთის პირისპირ. სწორედ ამგვარად დავაწყვილეთ ისინი ქათქათებთან, დიდთვალებიანებთან [ჰურიებთან].


(55:56) იქ მზერამიპყრობილი არიან , რომელთაც არავინ შეხებიათ უწინ არც კაცთაგან და არც ჯინთაგან.


(55:70-77) იქ არიან ზნემაღალნი, მშვენიერნი. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?! შავთვალა და დიდთვალება ფერიები, მორთულ კარვებში შეფარებულნი. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?! არ შეხებიან მათ უწინ არც კაცნი, არც ჯინნი. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?! წამოწოლილნი მწვანე ბალიშებზე და მშვენიერ ქვეშაგებზე. მაშ, თქვენი ღმერთის რომელ მოწყალებანს შერაცხავთ ცრუდ?!


(56:34-37) სარეცელნი ამაღლებულნი. უეჭველად, ჩვენ გავაჩინეთ ისინი ახალთახალი გაჩენით ამრიგად, დავადგინეთ ისინი ქალწულებად, მეუღლეთა მიჯნურად, თანატოლებად.
ჰეი, ქაფირებო! ვინ არის ასეთი წყალობის მომცემი გარდა ალლაჰისა? ვინ გაიმეტებს უფასო ბორდელს მსგავსად ალლაჰისა? მაშ,როგორღა აქცევთ ზურგს?
წინასწარმეტყველ მუჰამედს ჰკითხეს: ჩვენ სამოთხეში სექსუალური კავშირი გვექნება? წინასწარმეტყველმა უპასუხა: დიახ,ალლაჰს ვფიცავ რომლის ხელთ არის ჩემი სული ,შემდეგ კი ისინი თქვენ ისევ ქალწულებად დაგიბრუნდებიან. (იბნ ჰიბანის ჰადისი)
ვისაც სამოთხის სწამს მას მიეცემა ძალა,რათა შევიდეს სექსუალურ კონტაქტში მრავალჯერ. წინასწარმეტყველს ჰკითხეს: გაუძლებენ კი ისინი ამდენს? მან უპასუხა: მათ მიეცემათ ასი კაცის ძალა. (ათ-თირმიზი)
აბუ ჰურეირა ჰყვება: ერთხელ წინასწარმეტყველს ჰკითხეს: ო ალლაჰის შუამავალო! სამოთხეში ჩვენ გვექნება ცოლებთან მიკარების საშუალება? წინასწარმეტყველმა უპასუხა: ჭეშმარიტად,ადამიანს სამოთხეში ექნება საშუალება მიეკაროს ასობით ქალწულს დღეში. (ალ-ბაზარ, ალ-კაშფ ალ-აშტარ 3525, აბუ ნუ აიმ, სიფატულ-ჯანა 1/169, ატ-ტაბარანი.)


ალლაჰის შუამავალმა თქვა: ალლაჰი აჯილდოვებს მოწამეებს სამოთხეში. მათ უფლება ექნებათ დაქორწინდნენ 72 ჰურიაზე. (მიშკატ ალ-მასაბიჰი)
მუსლიმები ამბობენ რომ მხოლოდ ცოლებზეა საუბარი მაგრამ ცოლები სხვაა და ჰურიები ანუ შავთვალა ლამაზმანები ცალკეა. განმარტების თანახმად ეს ჰურიები სექსის შემდეგაც რჩებიან ქალწულებად, მათ აქვთ მიწიერი ქალების მსგავსი თვისებები: არ ბუზღუნებენ და ყველაფერში მორჩილები არიან. როგორც ყურანის კომენტატორი ალ საადი ამბობს, არიან განუმეორებელნი ინტიმურ ურთიერთობაში.
ჰურია და ჩვეულებრივი ცოლი ან ქალი სხვადასხვაა კიდევ ბევრ ჰადისში ჩანს: “ქალები, რომლებიც მოხვდებიან სამოთხეში იმ სიკეთისთვის, რაც მათ აკეთეს დედამიწაზე, ისინი ჰურიებზე 7000-ჯერ ლამაზები იქნებიან. (იბნ ჰიბანის ჰადისი)
“ყოველთვის, როცა ამქვეყნად ქალი აწყენინებს ქმარს, მისი ჰურია ამბობს: ნუ ტანჯავ მას (ცოლო), ის (ქმარი) ხომ შენი სტუმარია, რომელიც მალე დაგტოვებს.” (იბნ ჰიბანის ჰადისი)
“ერთი სამოთხის ქალი მაინც რომ ცხოვრობდეს დედამიწაზე, ის გაანათებდა მთელ ქვეყანას და აივსებოდა ეს ქვეყანა მისი არომატით. მისი ქვეშაგებიც კი უკეთესია, ვიდრე ეს ქვეყანა და ყველაფერი რაც მასზეა.” (ალ-ბუჰარი)
რაც აკრძალულია აქ და სატანის საქმედაა გამოცხადებული (ღვინო) ისლამურ სამოთხეში მოდის შადრევნებად:„აი, ასეთია სამოთხე, აღთქმული ღვთისმოშიშთათვის. იქაა მდინარეები წყლისა და მდინარეები რძისა, რომლის გემოც უცვლელია, და მდინარეები ღვინისა, რომელიც სასიამოვნოა მსმელთათვის.“ (მუჰამმედ, 47/15.)„არ არის მასში ცნობამიხდილობა და ისინი მისგან არც დათვრებიან.“ (საფფათ, 37/47.)

„იქ მოატარებენ ერთმანეთში ფიალებს. არც ფუჭსიტყვაობა იქნება იქ და არც ცოდვის ჩადენა.“ (ტურ, 52/23.) „რომლისგანაც არც თავი ასტკივდებათ და არც გონება აერევათ.“ (ვაყი’ა, 56/19.) ჰაფიზი იბნი ქესირი (რჰ.ა.) მუჰამმედ სურას თაფსირში აღნიშნული აიათის განხილვისას წერს: „ეს ამქვეყნიურ ღვინოს მსგავსად ცუდი გემოსა და სუნის მქონე არ არის. პირიქით ამის შესახედაობაც, გემოც, სუნიც და ეფექტიც კარგი ექნება.“

ასევე დაგაინტერესებთ:

1. შეცდომები ყურანში

2. ისლამი და პედოფილია

3. ალაჰი – მთვარის წარმართული ღმერთი

4. ზღაპრები და ფენტეზის ჟანრი ისლამში

5. ისლამი – მშვიდობის რელიგია თუ თავად ტერორიზმი?

6. ქალთა დისკრიმინაცია ისლამში

7. ისლამი და ყურანი

8. როგორი დამოკიდებულება აქვს ისლამს ქრისტიანებისა და ებრაელების მიმართ?

9. მუჰამედის მიერ გამართული სისხლისმღვრელი ბრძოლები

10. ქალთა წინდაცვეთა ისლამში

11. მუჰამედი – ისლამის დამაარსებელი

12. ისლამური შარიათი ანუ ისლამური კანონმდებლობა

13. პედოფილიის გლობალური პრობლემა ისლამურ სამყაროში


Facebook Comments

Share.

Leave A Reply

Social Media Auto Publish Powered By : XYZScripts.com