ურარტუ და მისი მმართველები

Google+ Pinterest LinkedIn Tumblr +

“ურარტუს ენის გაგება შეუძლებელია ქართულის გაუთვალისწინებლად.”
ფრანსუა ლენორმანი (1837-1883) – ცნობილი ორიენტალისტი, სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი, არქეოლოგი.

ურარტუ — ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო, რომელიც არსებობდა ძვ. წ. IX-VI საუკუნეებში. ურარტუ მდებარეობდა ვანის ტბის მიდამოებში (დღევანდელი თურქეთისა და სომხეთის ტერიტორიაზე). დედაქალაქი ტუშფა (ახლანდელი ქ. ვანი, თურქეთში). ურარტუ ამ ქვეყნის ასურული სახელწოდებაა, თავად ურარტელები საკუთარ ქვეყანას “ბიაინილს” უწოდებდნენ.
მისი ძლიერების პიკში ურარტუ ჩრდილო მესოპოტამიიდან სამხრეთ კავკასიამდე იშლებოდა, მოიცავდა რა დღევანდელი სომხეთის ტერიტორიას სევანის ტბამდე. ურარტუს ციხესიმაგრეების ნაშთები შემორჩენილია ვანში, არმავირში, ერებუნში(დღევენადელი ერევანი), ანზაფში, კავუსტეპსა და ბაშკალეში.

ურარტუს მმართველები:

1. არამე (არამუ, არამი) – ძვ. წ. 859 —844 გაერთიანებული ურარტუს პირველი მეფე, მოიხსენიება წარწერებში.
2. სარდურ I (სიდურ I, სედურ I) ძე ლუთიფრისა – ძვ. წ. 844 — 828 წწ. ურარტუს მეფეთა დინასტიის სავარაუდო დამფუძნებელი, დააარსა დედაქალაქი ტუშფა.
3. იშფუინ – ძე სარდური I-სა. ძვ. წ. 828 — 810 წწ. ურარტუს მმართველი ქვეყნის აყვავების დასაწყისში. წინაარმდეგობას უწევდა ასურელებს მუსასირში. Ввёл სოლისებრი დამწერლობა ურარტუულ ენაში.
4. მენუა (მინუა) ძე იშვუინისა. 810 — 786 წწ. გააფართოვა ურარტუს საზღვრები. მის დროს განვითარდა ეკონომიკა, აშენდა მრავალი სარწყავი არხი და გზა.
5. არგიშთი I – ძე მენუასი. ძვ. წ. 786 — 764 წწ. ურარტუმ არგიშთი I დროს მიაღწია ძლიერების ზენიტს. მნიშვნელოვნად გაფართოვდა ქვეყნის საზღვრები დასავლეთით. ამიერკავკასიაში დააარსა ურარტუული დასახლება ერებუნი.
6. სარდურ II (სიდურ II, სედურ II) – ძე არგიშთი I-სა. ძვ. წ. 764 — 735 წწ. წააგო გადამწყვეტი ბრძოლა ასურელებთან. სავარაუდოდ დაიღუპა ტიგლათფილესერ III-სთან ბრძოლაში. ამ დამარცხებით დაიწყო ურარტუს ძლიერების დაცემა.
7. რუსა I – ძე სარდურ II-სა. ძვ. წ. 735 — 714 წწ. ნება დართო სარგონ II-ს მოეწყო წარმატებული ლაშქრობა ურარტუს წინააღმდეგ, რომელმაც დაიპყრო და გაძარცვა ულხუ და რელიგიური ცენტრი მუსასირი. ამ დამარცხების შემდეგ რუსა I-მა მახვილით თავი მოიკლა.
8. არგიშთი II – ძე რუსა I-სა. ძვ. წ. 714— 685 წწ. გაურბოდა პირდაპირ კონფროტაციას ასურეთთან, ეწეოდა აღმშენებლობას და აწარმოებდა ომს აღმოსავლეთით.
9. რუსა II – ძე არგიშთი II-სა. ძვ. წ. 685 — 645 წწ. ცდილობდა დაებრუნებინა ურარტუსათვის ძველი სიდიადე, აწარმოა რამდენიმე წარმატებული ლაშქრობა დასავლეთით. ააშენა რამდენიმე ახალი ციხესიმაგრე, დედაქალაქი გადაიტანა ტუშფადან რუსახინილში.
10. სარდურ III (სიდურ III) – ძე რუსა II-სა. ძვ. წ. 645 — 625 წწ. კიმირიელებისა და მიდიელების თავდასხმებისაგან ურარტუ დასუსტდა და გახდა ასურეთის ვასალი. ასურეთის მეფეს უწოდებდნენ „ბატონს“.
11. სარდურ IV (სიდური IV) – ძე სარდურ III-სა. ძვ. წ. 625 — 620 წწ. სავარაუდოდ დაამხო ერიმენამ, რომელმაც დააარსა ახალი დინასტია.
12. ერიმენა (ერმინა) – ძვ. წ. 620 — 605 წწ.
13. რუსა III – ძე ერიმენასი. ძვ. წ. 605 — 595 წწ.
14. რუსა IV – ძე რუსა III-სა. ძვ. წ. 595 — 585 წწ. ურარტუს უკანასკნელი მეფე. მეფობდა თეიშებაინში, სადაც გადაიტანეს ურარტუს დედაქალაქი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ.

Facebook Comments

Share.

Leave A Reply

Social Media Auto Publish Powered By : XYZScripts.com