ბიზანტია და მისი მმართველები

Google+ Pinterest LinkedIn Tumblr +

ბიზანტიის იმპერია ასევე აღმოსავლეთ რომის იმპერია ან უბრალოდ ბიზანტია — რომის იმპერიის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ძირითადად ბერძნულენოვანი სახელმწიფო, რომელიც არსებობდა გვიან ანტიკურ ხანისა და შუა საუკუნეების პერიოდში. მისი დედაქალაქი იყო კონსტანტინოპოლი (დღევანდელი სტამბოლი), რომელიც თავდაპირველად დაარსდა, როგორც ბერძნული კოლონია ბიზანტიონი. ქვეყანა გადაურჩა დასავლეთ რომის იმპერიის დაშლასა და დაცემას V საუკუნეში და განაგრძობდა არსებობას კიდევ ათასი წლის განმავლობაში 1453 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ მის დაპყრობამდე. მისი არსებობის განმავლობაში იმპერია წარმოადგენდა ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სამხედრო ძალას ევროპაში. როგორც „ბიზანტიის იმპერია”, ისე „აღმოსავლეთ რომის იმპერია” წარმოადგენს ისტორიოგრაფიულ ტერმინს იმპერიის აღსანიშნავად მისი განადგურების შემდეგ. თავად მისი მცხოვრებლები სახელმწიფოს უწოდებდნენ რომის იმპერიას (ძველ ბერძნ. Βασιλεία Ῥωμαίων, ლათ. Imperium Romanum) ან რომანიას (ძველ ბერძნ. Ῥωμανία), ხოლო საკუთარ თავს „რომაელებს”.

ბიზანტიის იმპერიაში ძირითად ტერიტორიაზე, დიდ იმპერიულ გაფართოებამდე მცხოვრები ხალხების სასაუბრო ენები იყო:

1. ლათინური
2. ბერძნული
3. ლაზური

ბიზანტიის მმართველი დინასტიები: 

1. კონსტანტინიდები (306-363)
დინასტიის გარეშე (363-364)
2. ვალენტინიანუს თეოდოსიანიდების დინასტია (364-457)
3. თრაკიული დინასტია (457-518)
4. იუსტინიანიდების დინასტია (518-602)
დინასტიის გარეშე (602-610 წლები)
5. ჰერაკლიდები (610-711)
დინასტიის გარეშე (711-717)
6. სირიული დინასტია (717-802)
გარდამავალი პერიოდი
დინასტიის გარეშე (813-820)
7.ამორეული (ფრიგიული) დინასტია (820-867)
8. მაკედონური დინასტია (867-1056)
გარდამავალი პერიოდი
9. დუკების დინასტია (1059-1081)
10. კომნენოსების დინასტია (1081-1185)
11. ანგელოსების დინასტია (1185-1204)
12. ლასკარისების დინასტია (ნიკეის იმპერია 1204-1261)
13. პალეოლოგების დინასტია (ბიზანტიის უკანასკნელი დინასტია 1261-1453)

ბიზანტიის იმპერატორები

კონსტანტინიდები (306-363)

1. კონსტანტინე I – კონსტანტიუს ქლორუსის შვილი. 306 წლის 25 ივლისი – 337 წლის, 22 მაისი.
2.კონსტანციუს II – კონსტანტინე I-ის მეორე შვილი. 337 წლის 22 მაისი – 361 წლის, 5 ოქტომბერი.
3. კონსტანტი – კონსტანტინე I-ის შვილი (მეორე ცოლიდან). 337 წლის, 22 მაისი – 350 წელი.
4. კონსტანტინე II – კონსტანტინე I-ის შვილი. 337 წელი – 340 წელი.
5.იულიანე განდგომილი – კონსტანტიუს ქლორუსის შვილიშვილი. კონსტანტინე I-ის ბიძაშვილი 361 წლის 5 ოქტომბერი – 363 წლის 28 ივნისი.

დინასტიის გარეშე (363-364)

6. იოვიანე – 363 წლის 28 ივნისი – 364 წლის 17 თებერვალი.

ვალენტინიანუს თეოდოსიანიდების დინასტია (364-457)

7. ვალენტინიანე I – იმპერატორ იულიან II-ის და იოვიანი-ის ოფიცერი. 364 წლის, 26 თებერვალი – 375 წლის 17 ნოემბერი.
8. ვალენტი – ვალენტინიანეს I-ის ძმა 364 წლის 28 მარტი – 378 წლის, 9 აგვისტო.
9. გრაციანე – ვალენტინიანე I-ის შვილი. 378 წლის, 9 აგვისტო – 383 წლის 25 აგვისტო.
10. თეოდოსიუს I – გრაციანი-ის უფროსი ძმა. 379 წლის 19 იანვარი – 395 წლის 17 იანვარი.
11. არკადიუსი – თეოდოსიუსი I-ის შვილი. 395 წლის 17 იანვარი – 408 წლის 1 მაისი.
12. თეოდოსიუს II – არკადიუსი-ს შვილი. 408 წლის 1 მაისი – 450 წლის 28 ივლისი.
13. პულხერია – თეოდოსი II-ის და 450 წლის 28 ივლისი – 453 წლის, ივლისი.
14. მარკიანე – პულხერია-ის ქმარი. 450 წლიდან (ქვეყანას განაგებდა პულხერია ერთად) – 457 წლის იანვარი.

თრაკიული დინასტია (457-518)

15. ლეონ I – ჯარისკაცი. 457 წლის, 7 თებერვალი – 474 წლის 18 იანვარი.
16. ლეონ II – ლეონ I-ის ძმისშვილი. 474 წლის 18 იანვარი – 474 წლის, 17 ნოემბერი.
17. ზენონი – ლეონ I-ის ძმა ლეონ II-ის მამა. 474 წლის, 9 თებერვალი. შემდეგ დაუთმო ტახტი ლეონ II-ს. ხელმეორედ გახდა იმპერატორი 474 წლის, 17 ნოემბერს – 491 წლის 9 აპრილი.
18. ბასილისკოსი – არმიის გენერალი. ლეონ I-ის ძმა. 475 წლის 9 იანვარი – 476/477 წლები.
19. ზენონი – ლეონ I-ის ძმა ლეონ II-ის მამა.476 წელი – 491 წლის 9 აპრილი.
20. ანასტასიოს I – ლეონ I-ის ძმა. 491 წლის 11 აპრილი – 518 წლის 9 ივლისი.

იუსტინიანიდების დინასტია (518-602)

21. იუსტინე I – გენერალი. 518 წლის, ივლისი – 527 წლის 1 აგვისტო.
22. იუსტინიანე I – იუსტინე I-ის დისშვილი. 527 წლის 1 აგვისტო – 565 წლის 13/14 ნოემბერი.
23. იუსტინე II – იუსტინიანე I-ის დისშვილი. 565 წლის, 14 ნოემბერი – 578 წლის 5 ოქტომბერი.
24. ტიბერიუს II – იუსტინე II-ის შვილი. 578 წლის 5 ოქტომბერი – 582 წლის 14 აგვისტო.
25. მავრიკიოსი – ტიბერიოს I კონსტანტინეს- შვილი. 582 წლის 14 აგვისტო – 602 წლის 27 ნოემბერი.

დინასტიის გარეშე (602-610 წლები)

26. ფოკა – სამხედრო გადატრიალების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში. 602 წლის, ნოემბერი – 610 წელი.

ჰერაკლიდები (610-711)

27. ჰერაკლე – ჰერაკლემ ტახტიდან ჩამოაგდო იმპერატორი ფოკა. 610 წლის, 5 ოქტომბერი – 641 წლის 11 თებერვალი.
კონსტანტინე III – ჰერაკლეს შვილი. 641 წლის 11 თებერვალი – 641 წლის 24/26 მაისი.
28. ჰერაკლონასი – ჰერაკლეს შვილი. 641 წლის 11 თებერვალი – 641 წელი.
29. კონსტანტი II – კონსტანტინე III-ის შვილი. 641 წელი -668 წლის 15 სექტემბერი.
30. კონსტანტინე IV პოგონატოსი – კონსტანტი II-ის შვილი 668 წლის 15 სექტემბერი – 685 წლის სექტემბერი.
31. იუსტინიანე II – კონსტანტინე IV -ის შვილი. 681 წელი – 711 წლის დეკემბერი.
32. ლეონტიოსი – უზურპატორი იმპერატორი. 695 წელი – 705 წელი.
33. ტიბერიუს III – უზურპატორი იმპერატორი. 698 წელი – 705 წელი.
34. იუსტინიანე II – კონსტანტინე IV -ის შვილი. (ხელმეორედ ასვლა იმპერატორად) 705 წელი – 711 წლის დეკემბერი.

დინასტიის გარეშე (711-717)

35. ფილიპიკოსი – წარმოშობით სომეხი, ბიზანტიის ფლოტის გემის კაპიტანი . (ფილიპიკოსმა დაამხო იუსტინიანეს ხელისუფლება). 711 წლის, დეკემბერი – გარდაიცვალა VIII საუკუნის მეორე ნახევარში.
35. ანასტასიოს II – 713 წლის ივნისი – 718 წელი.
36. თეოდოსიოს III – აჯანყების შედეგად გახდა იმპერატორი. 715 წლის მაისი – გარდაიცვალა VIII საუკუნის მეორე ნახევარში.

სირიული დინასტია (717-802)

სირიული დინასტია ხშირად „იზაურიულ დინასტიადაც“ იწოდება რაც მართებული არაა, რადგან იმპერატორი ლეო III წარმოშობით სირიელი იყო.

37. ლეონ III ისავრიელი – გენერალი. 717 წლის, 25 მარტი – 741 წლის 18 ივნისი 741 წლის 18 ივნისი.
38. კონსტანტინე V – ლეონ III-ის შვილი. 720 წელი – 775 წლის 14 სექტემბერი 775 წლის 14 სექტემბერი.
39. არტაბასდოსი – ცრუ იმპერატორი. 741/742 წლის ივნისი – 743 წლის 2 ნოემბერი. 
40. ლეონ IV – კონსტანტინე V-ის შვილი. 775 წელი – 775 წლის 8 სექტემბერი.
41. კონსტანტინე VI – ლეონ IV-ის შვილი 780 წელი – 797 წლის აგვისტო.
42. ირინე ათენელი – ლეონ IV -ის ცოლი. 797 წლის აგვისტო – 802 31 ოქტომბერი.

გარდამავალი პერიოდი

43. ნიკიფორე I – ფინანსთა მინისტრი. 802 წლის, 31 ოქტომბერი – 811 წლის 26 ივლისი.
სტაურაკიოსი – ნიკიფორე I-ის შვილი. 803 წელი – 811 წლის 2 ოქტომბერი. 
44. მიხეილ I – ნიკიფორე I-ის შვილი. სტაურაკიოსი-ის ძმა 811 წლის 2 ოქტომბერი – 813 წლის 11 ივლისი.

დინასტიის გარეშე (813-820)

45. ლეონ V – ანტიოქიის მმართველი (წარმოშობით სომეხი). 813 წლის, 11 ივლისი – 820 წლის 2 დეკემბერი.

ამორეული (ფრიგიული) დინასტია (820-867)

46. მიხეილ II ტრავლი – კონსტანტინე VI-ის შვილი 820 წლის, 25 დეკემბერი – 829 წლის 2 ოქტომბერი.
თეოფილე – მიხეილ II-ის შვილი. 829 წელის 2 ოქტომბერი – 842 წლის 20 იანვარი. 
47. თეოდორა I – თეოფილე I-ის ცოლი. 842 წელი – 855 წელი.
48. მიხეილ III ლოთი – თეოფილე I-ის შვილი. 840 წელი 19 იანვარი – 842 წელი.

მაკედონური დინასტია (867-1056)

48. ბასილი I – დაქორწინდა მიხაილ III-ის ქვრივზე . 867 წელი – 886 წლის 2 აგვისტო.
49. ლეონ VI ბრძენი – შესაძლებელია ბასილი I-ის ძმა იყოს. 886 წლის 2 აგვისტო – 912 წლის 11 მაისი.
50. ალექსანდრე – ბასილი I-ის შვილი. 912 წლის 11 მაისი – 913 წელი. 
51. კონსტანტინე VII პორფიროგენეტი – ლეონ VI-ის შვილი. 908 წლის 15 მაისი – 959 წლის 9 ნოემბერი. 
52. რომანოზ I ლაკაპენოსი – კონსტანტინე VII-ის სიმამრი. 920 წლის 17 დეკემბერი – 944 წლის 16 დეკემბერი.
53. რომანოზ II – კონსტანტინე VII -ის შვილი. 959 წლის ნოემბერი – 963 წლის 15 მარტი.
54. ნიკიფორე II ფოკა – შეირთო ცოლად რომანოზ II-ის ქვრივი. 963 წლის 16 აგვისტო – 969 წელი.
55. იოანე I ციმისკე – რომანოზ II-ის ძმა. 969 წლის 11 დეკემბერი – 976 წლის 10 იანვარი.
56. ბასილ II ბულგართმმუსვრელი – რომანოზ II-ის შვილი. 976 წლის 10 იანვარი – 1025 წლის 15 დეკემბერი. 
57. კონსტანტინე VIII პორფიროგენეტი – რომანოზ II-ის შვილი. 1025 წლის 15 დეკემბერი – 1028 წლის 15 ნოემბერი.
58. ზოია – კონსტანტინე VIII-ის შვილი. 1028 წლის 15 ნოემბერი – 1050 წლის ივნისი. 
59. რომანოზ III არგირუსი – ზოიას პირველი ქმარი. 1028 წლის 15 ნოემბერი – 1034 წლის 11 აპრილი. 
60. მიხეილ IV პალფაგონი – ზოიას მეორე ქმარი. 1034 წლის 11 აპრილი – 1041 წლის 10 დეკემბერი.
61. მიხეილ V კალაფატი – მიხაილ IV-ის დისშვილი 1041 წლის 10 დეკემბერი – 1042 წლის 20 აპრილი.
62. თეოდორა – კონსტანტინე VIII -ის შვილი. 1042 წლის 20 აპრილი – 1042 წელი.
63. კონსტანტინე IX მონომახი – ზოიას მესამე ქმარი. 1042 წლის 11 ივნისი – 1055 წლის 11 იანვარი.
64. თეოდორა – კონსტანტინე VIII -ის შვილი. (ხელმეორედ ასვლა იმპერატორად) 1055 წლის 11 იანვარი – 1056 წლის 31 აგვისტო.

გარდამავალი პერიოდი

65. მიხეილ VI სტრატონიკე – 1056 წლის სექტემბერი – 1057 წლის 31 აგვისტო.
66. ისააკ I კომნენოსი – ანატოლიის არმიის ხელმძღვანელი. 1057 წელი – 1059 წლის 22 ნოემბერი.

დუკების დინასტია (1059-1081)

67. კონსტანტინე X დუკა – 1059 წლის 24 ნოემბერი – 1067 წლის 22 მაისი 1067 წლის 22 მაისი.
68. მიხეილ VII დუკა – კონსტანტინე X-ის შვილი. 1067 წლის 22 მაისი – 1078 წელი.
69. რომანოზ IV დიოგენე – დაქორწინდა კონსტანტინე X-ის ქვრივზე. 1067 წელი – 1071 წელი.
70. ნიკიფორე III ბოტანეატესი – 1078 წლის 31 მარტი – 1081 წელი.

კომნენოსების დინასტია (1081-1185)

71. ალექსი I კომნენოსი – ისააკ I-ის დისშვილი. (მილიტარისტული მმართველობა). 1081 წლის 4 აპრილი – 1118 წლის 15 აგვისტო.
72. იოანე II – ალექსი I-ის შვილი. 1118 წელი – 1143 წლის 8 აპრილი.
73. მანუელ I – იოანე II-ის შვილი. 1143 წელი – 1180 წლის 24 სექტემბერი.
74. ალექსი II – მანუელ I-ის შვილი. 1180 წელი – 1183 წლის ოქტომბერი.
75. ანდრონიკე I – იოანე II-ის ძმისშვილი. 1183 წელი – 1185 წლის 2 სექტემბერი.

ანგელოსების დინასტია (1185-1204)

76. ისააკ II ანგელოსი – ალექსი I-ის შვილიშვლი. 1185 წელი -1195 წელი.
77. ალექსი III – ისააკ II-ის ძმა. 1195 წელი – 1203 წელი.
78. ისააკ II ანგელოსი – 1118 წლის 28 ნოემბერი ხელმეორედ, მის შვილთან, ალექსი IV-სთან ერთად. 1203 წელი – 1204 წელი.
79. ალექსი IV – ისააკ II-ის შვილი. 1203 წელი – 1204 წელი.
80. ალექსი V დუკა – ალექსი III-ის სიძე. 1204 წლის 5 თებერვალი – 1204 წლის 12 აპრილი. 

ლასკარისების დინასტია (ნიკეის იმპერია 1204-1261)

81. კონსტანტინე ლასკარისი – კონსტანტინოპოლის დამცველი. 1204 წელი – 1205 წელი.
82. თეოდორე I ლასკარისი – კონსტანტინე ლასკარისი-ის ძმა. 1205 წელი – 1221 წელი.
83. იოანე III დუკა ვატაცე – თეოდორე I-ის შვილი. 1221 წლის დეკემბერი – 1254 წლის 3 ნოემბერი.
84. თეოდორე II ლასკარისი – იოვანი III-ის შვილი. 1254 წელი 1258 წლის 18 აგვისტო.
85. იოანე IV ლასკარისი – თეოდორე II-ის შვილი. 1258 წლის 18 აგვისტო – 1261 წლის 25 დეკემბერი.

პალეოლოგების დინასტია (ბიზანტიის უკანასკნელი დინასტია 1261-1453)

86. მიხეილ VIII – ალექსი III-ის შვილიშვლი. 1259 წლის 1 იანვარი – 1282 წლის 11 დეკემბერი.
87. ანდრონიკე II – მიხაელ VIII-ის შვილიშვილი. 1282 წლის 11 დეკემბერი – 1328 წლის 24 მაისი.
88. მიხეილ IX – ანდრონიკე II-ის შვილი. (თანამეფე) 1294 წელი – 1320 წლის 12 ოქტომბერი.
89. ანდრონიკე III – მიხაელ IX-ის შვილი. 1328 წელი – 1341 წლის 15 ივნისი.
90. იოანე V პალეოლოგოსი – ანდრონიკე III-ის შვილი. 1341 წლის 15 ივნისი – 1347 წლის 8 თებერვალი.
91. იოანე VI კანტაკუზენი – 1341 წლის 26 ოქტომბერი – 1354 წლის 4 დეკემბერი.
92. იოანე V პალეოლოგოსი – ანდრონიკე III-ის შვილი. 1354 წლის 4 დეკემბერი – 1376 წლის 12 აგვისტო.
93. ანდრონიკე IV – იოანე V-ის შვილი. 1376 წლის 12 აგვისტო – 1379 წლის 1 ივლისი.
94. იოანე V პალეოლოგოსი – ანდრონიკე III-ის შვილი. 1379 წლის 1 ივლისი – 1390 წლის 14 აპრილი.
95. იოანე VII – ანდრონიკე IV-ის შვილი. 1390 წელი – 1390 წლის 17 სექტემბერი. 
96. იოანე V პალეოლოგოსი – ანდრონიკე III-ის შვილი. 1390 წლის 17 სექტემბერი – 1391 წლის 16 თებერვალი.
97. მანუელ II – იოანე V-ის შვილი. 1391 წლის 16 თებერვალი. – 1425 წლის 21 ივლისი. 
98. ანდრონიკე V – იოანე VII-ის შვილი. 1403 წელი – 1407 წელი.
99. იოანე VIII – მანუელ II-ის შვილი. 1425 წელი – 1448 წლის 31 ოქტომბერი.
100. კონსტანტინე XI – იოანე VIII-ის შვილი. ბიზანტიის ბოლო იმპერატორი. 1449 წლის 6 იანვარი – 1453 წლის 29 მაისი.

Facebook Comments

Share.

Leave A Reply

Social Media Auto Publish Powered By : XYZScripts.com