იმერეთის სამეფო და მისი მმართველები

Google+ Pinterest LinkedIn Tumblr +

იმერეთის სამეფო (1463—1810 წწ.) — ქართული ფეოდალური სახელმწიფო XV−XIX საუკუნეებში. წარმოიქმნა საქართველოს ფეოდალური მონარქიის პოლიტიკური დაშლის შედეგად. ეს პროცესი საქართველოში მონღოლთა ბატონობის დამყარებიდან, XIII საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო და XV საუკუნის II ნახევარში დასრულდა, როცა 1490 წელს საქართველოს დაშლა იურიდიულად გაფორმდა. ჯერ კიდევ დავით ნარინი XIII საუკუნის II ნახევარში არსებითად იმერეთის მეფე იყო. იმერეთის სამეფოში შემავალი ოდიშისა და გურიის სამთავროები XVI საუკუნის შუა წლებში ცალკე პოლიტიკურ ერთეულებად ჩამოყალიბდა. XVI საუკუნის დამდეგს იმერეთის სამეფოს აფხაზეთის სამთავრო ჩამოსცილდა, უფრო გვიან კი — სვანეთისა. ამის შემდეგ იმერეთის სამეფოს ტერიტორია საკუთრივ იმერეთითა და რაჭით შემოიფარგლა. ლეჩხუმი ხან იმერეთის მეფეს ეპყრა და ხან ოდიშის მთავრებს.

დავით VI ნარინი – 1259 – 1293 წწ. – ლიხთ–იმერეთის ფაქტობრივი მეფე
კონსტანტინე I – 1293 – 1327 წწ. – ლიხთ–იმერეთის მეფე
მიქელი – 1327 – 1329 წწ. – ლიხთ–იმერეთის მეფე
ბაგრატ I – 1329 – 1372 წწ. – შორაპნის ერისთავი
ალექსანდრე I – 1372-1387 წწ. – შორაპნის ერისთავი
ალექსანდრე I – 1387-1389 წწ. – იმერეთის მეფე
გიორგი I – 1389 – 1392 წწ. – იმერეთის მეფე
ბაგრატ II –  1463 – 1466 წწ. – იმერეთის მეფე
ბაგრატ II –  1466 – 1478 წწ. – ქართლ–იმერეთის მეფე
კონსტანტინე II – 1478 – 1484 წწ. – ლიხთ–იმერეთის მეფე
ალექსანდრე II –  1484 – 1510 წწ. – იმერეთის მეფე
ბაგრატ III –  1510 – 1565 წწ. – იმერეთის მეფე
გიორგი II –  1565 – 1583 წწ. – იმერეთის მეფე
ლევანი –  1583 – 1590 წწ. – იმერეთის მეფე
როსტომი 1590 – 1604 წწ. – იმერეთის მეფე
გიორგი III 1604 – 1639 წწ. – იმერეთის მეფე
ალექსანდრე III 1639 – 1660 წწ. – იმერეთის მეფე
ბაგრატ IV 1660 – 1661 წწ. – იმერეთის მეფე
ვახტანგი (ჭუჭუნიაშვილი) 1660 წ. – იმერეთის მეფე, უზურპატორი
ვამეყ III დადიანი –  1660 წ. იმერეთის მეფე, უზურპატორი
არჩილ II –  1661 – 1663 წწ. – იმერეთის მეფე
ბაგრატ IV (ხელახლა) –  1663 – 1668 წწ.  იმერეთის მეფე
ბაგრატ IV (ხელახლა) 1669 – 1678 წწ. იმერეთის მეფე
არჩილ II (ხელახლა) 1678 – 1679 წწ. იმერეთის მეფე
ბაგრატ IV (ხელახლა) 1679 – 168 წწ.1 იმერეთის მეფე
გიორგი III გურიელი 1681 – 1683  წწ.  იმერეთის მეფე
ალექსანდრე IV 1683 – 1690 წწ.  იმერეთის მეფე
არჩილ II (ხელახლა) 1690 – 1691 წწ.  იმერეთის მეფე
ალექსანდრე IV (ხელახლა) 1691 – 1695 წწ.  იმერეთის მეფე
არჩილ II (ხელახლა) 1695 – 1696 წწ.  იმერეთის მეფე
გიორგი IV გოჩია 1696 – 1698 წწ.  იმერეთის მეფე
არჩილ II (ხელახლა) 1698 წწ.  იმერეთის მეფე
სიმონი 1698 – 1701 წწ.  იმერეთის მეფე
მამია III გურიელი 1701 – 1702 წწ.  იმერეთის მეფე
გიორგი V (გიორგი-მალაქია აბაშიძე) 1702 – 1707 წწ.  იმერეთის ფაქტობრივი მმართველი
გიორგი VI –  1703 – 1711 წწ. იმერეთის მეფე
მამია III გურიელი (ხელახლა) ოქტომბერი, 1711 – ივნისი, 1712 იმერეთის მეფე
გიორგი VI (ხელახლა) ივნისი, 1712 – 1713 წწ. იმერეთის მეფე
მამია III გურიელი (ხელახლა) 1713 – 1714 წწ.  იმერეთის მეფე
გიორგი VI (ხელახლა) 1714 – 1716 წწ.  იმერეთის მეფე
გიორგი IV გურიელი 1716 – 1719 წწ.  იმერეთის მეფე
გიორგი VI (ხელახლა) 1719 – 1720 წწ.  იმერეთის მეფე
ალექსანდრე V 1720 – 1741 წწ.  იმერეთის მეფე
გიორგი VII – 1741 წწ. იმერეთის მეფე
ალექსანდრე V (ხელახლა) 1741 – 1746 წწ. იმერეთის მეფე
მამუკა 1746 – 1749 წწ. იმერეთის მეფე
ალექსანდრე V (ხელახლა) 1749 – 1752 წწ. იმერეთის მეფე
სოლომონ I 1752 – 1766 წწ. იმერეთის მეფე
თეიმურაზი 1766 – 1768 წწ.  იმერეთის მეფე
სოლომონ I (ხელახლა) 1768 – 1784 წწ.  იმერეთის მეფე
დავით II 23 აპრილი, 1784 – 1789 წწ.  იმერეთის მეფე
სოლომონ II 1789 – 1810 წწ. იმერეთის მეფე

1810 წელს რუსეთის იმპერიამ დაიპყრო იმერეთის სამეფო.

Facebook Comments

Share.

2 კომენტარი

Leave A Reply

Social Media Auto Publish Powered By : XYZScripts.com