“ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო და მათ დახოცეს” – რას ჰყვება დაკავებული მწყემსი სმიტების ოჯახზე

Google+ Pinterest LinkedIn Tumblr +

ცოლ-ქმრი­სა და 4 წლის ბავ­შვის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მწყემ­სის, მალ­ხაზ კო­ბა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, სმი­ტე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი მას არ მო­უკ­ლავს და „იქ ორი უცხო­ე­ლი მა­მა­კა­ცი იყო“.

ხა­დას ხე­ო­ბა­ში მომ­ხდა­რი სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ და­კა­ვე­ბულ­მა მწყემსმა მცხე­თის სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი­სას ისა­უბ­რა.

„ისი­ნი მე არ და­მი­ხო­ცავს. ორი უცხო­ე­ლი მა­მა­კა­ცი იყო და იმათ და­ხო­ცეს. მე და­მე­მუქრნენ, რომ ოჯახს ამო­მი­წყვეტ­დნენ“, – გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ურ­მა.

მალ­ხაზ კო­ბა­ურს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გუ­შინ წა­რედ­გი­ნა. ამ წუ­თებ­ში კი სა­სა­მარ­თლო მის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე მსჯე­ლობს.

კო­ბა­ურს და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ ორი ან მეტი პი­რის, მათ შო­რის, დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, ხა­დას ხე­ო­ბა­ში, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი, ორი ან მეტი პი­რის, მათ შო­რის, დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.კ. და­ა­კა­ვა. მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს, თუმ­ცა სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ საქ­მე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და.

ხა­დას ხე­ო­ბა­ში მცხოვ­რებ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, 19 წლის მწყემსსა და რა­ი­ან სმიტს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და, რის შემ­დე­გაც მან სმი­ტი მოკ­ლა.

ამის შემ­დეგ, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მწყეს­მა ლორა სმიტ­ზე ძა­ლა­დო­ბა სცა­და, თუმ­ცა, გაქ­ცე­ვი­სას ლორა სმი­ტი ჩანჩქე­რი­დან გა­და­ვარ­და და და­ი­ღუ­პა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცოლ-ქმრის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, მწყემსმა მათი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი თო­ფით მოკ­ლა.

Facebook Comments

Share.

About Author

2 კომენტარი

Leave A Reply

Social Media Auto Publish Powered By : XYZScripts.com