ფაქტები და მითები ვიკინგებზე.

Google+ Pinterest LinkedIn Tumblr +

1. ერთი ერი.
ვიკინგები არ იყვნენ ერთი ერის წარმომადგენლები, ეს იყო მეომრების, მოგზაურების და ვაჭრების მრავალფეროვანი ჯგუფი, რომელსაც ბელადი მეთაურობდა. ვიკინგების დროს სკანდინავია არ იყო გაყოფილი მსხვილ სახელმწიფოებად(დანია, შვედეთი, ნორვეგია), არამედ შედგებოდა უამრავი ტერიტორიებისგან, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ ასეთი ჯგუფები. საერთოდ ძველნორვეგიული სიტყვა “ვიკინგი” არ უკავშირდება რომელიმე კონკრეტულ ადგილს, ის ნიშნავს ადამიანს, რომელიც მონაწილეობას იღებს ზღვის მოგზაურობაში.

2. ველურები და ბინძურები.
უამრავ ფილმში და ანიმაციაში ვიკინგებს წარმოგვიდგენენ, როგორც ველურ და ბინძურ მამაკაცებს და ქალებს. რეალობა კი სხვაგვარი იყო. ვიკინგები, ყოველთვის უვლიდნენ საკუთარ გარეგნობას. სავარცხლები, პინცეტები, საპარსი – ყველაზე ხშირად არქეოლოგები სწორედ ამ ნივთებს აწყდებიან ვიკინგების ძველი ნასახლარების დამუშავების დროს. ასევე ხშრად ხვდებათ საპნის ნარჩენები, რომლებსაც ვიკინგები თვითონ აკეთებდნენ. ვიკინგები განსაკუთრებით უვლიდნენ თმას და ფრჩხილებს, კაცები ამას ქალებზე არანაკლები მონდომებით აკეთებდნენ.

3. ვიკინგები სვამდნენ თავის ქალებიდან.
ამ ლეგენდის წყარო – ვინმე ოლე ვორმის 1636 წლის ნამუშევარი «Reuner seu Danica literatura antiquissima», სადაც ის წერს, რომ დანიელი მეომრები სვამდნენ “მოხრილი თავის ქალებიდან”. ისტორიკოსების შემდეგი განხილვის შედეგად გირკვა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თან არქეოლოგებმა თავის ქალისგან გაკეთებული ერთი თასიც კი ვერ აღმოაჩინეს.

4. უხეში აღჭურვილობა და იარაღი.
ეკრანიზირებული ვიკინგების კიდევ ერთი მახასიათებელი – ხელკეტის და ნაჯახის მსგავსი უხეში და მოუხელთებელი იარაღის გამოყენება, ან საერთოდ მისი არქონა. რეალურად ვიკინგები შესანიშნავი მჭედლები იყვნენ, იყენებდნენ ჭედვის საკუთარ ტექნოლოგიას(ასეთივე გამოიყენებოდა დამასკური ხმლების შემთხვევაშიც). ვიკინგის ხმალი გრძელი, ძალიან მყარი და ბასრი იყო.

5. ზიზღი.
ვიკინგების მიმართ ზიზღს მართლაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ რეალურად ისინი არამხოლოდ ეზიზიღებოდათ, არამედ პატივსაც სცემდნენ. საფრანგეთის მეფემ ჩარლზ III ვიკინგებს აჩუქა მიწა თანამედროვე ნორმანდიის ტერიტორიაზე და მიათხოვა თავისი ქალიშვილი ვიკინგების ერთ-ერთ ლიდერს როლოს. შემდგომში ამ ვიკინგებმა არაერთხელ დაიცვეს საფრანგეთის ტერიტორია მტრების შემოჭრისგან. კონსტანტინოპოლში ვიკინგებს პატივს სცემდნენ მათი ძალის და სიმამაცის გამო. ბიზანტიელ იმპერატორებს მიუჩინეს განსაკუთრებული, საპატიო მცველები, რომლებსაც შვედი ვიკინგები წარმოადგენდნენ.

6. ძარცვა.
ვიკინგების მცირე ნაწილი იყო მეომარი, დანარჩენები სოფლის მეურნეობით, ვაჭრობით და მესაქონლეობით იყო დაკავებული. საზღვაო ექსპედიციების დროს ძარცვა წარმოადგენდა თავისებურ “ბონუს”, რომელზეც იმ დროს უარს არამარტო ვიკინგები, არამედ საერთოდ არავინ ამბობდა. ამ “ბონუსის” გარეშეც ექსპედიციის კრახი გარანტირებული იყო.

7. რქიანი მუზარადები.
ეს ალბათ ყველაზე დიდი შეცდომაა. დღემდე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, არამარტო არქეოლოგიური, არამედ მწერლობითიც, რომ ვიკინგებს ეხურათ რქიანი მუზარადები. არცერთ ნაპოვნ მუზარადს არ აქვს რქა, ან რამე მსგავსი. სავარაუდოდ ამ მითის გავრცელებას ხელს უწყობდნენ ძველი ქრისტიანები, რომლებიც ვიკინგებს ეშმაკის მებრძოლებად აღიქვამდნენ. სკანდინავიურ მითოლოგიაში ერთ-ერთ მთავარ ღმერთს თორს მუზარადზე გამოსახული აქვს ბუმბულები, რომლებიც ფანტაზიის გარკვეული დოზით შესაძლებელია აღიქვეს რქებად.

Facebook Comments

Share.

About Author

Leave A Reply

Social Media Auto Publish Powered By : XYZScripts.com