სამყაროს მომავალი

Google+ Pinterest LinkedIn Tumblr +

მომავალ სამყაროში ნაკლები აირი და მტვერი, მაგრამ მეტი – ბებერი ვარსკვლავი იქნება. რაკი ათეულობით მილიარდი წლის შემდეგ ფაქტობრივად არ დარჩება რელიქტური გამოსხივების კვალი, იმ დროის გონიერი ცხოვრება სულ სხვა დასკვნებს გამოიტანს სამყაროს ევოლუციის პროცესზე თუ ჩვენი უკვე მოპოვებული ცოდნა დავიწყებული იქნა. შორეულ მომავალში ცივილიზაციას მოუწევს ასჯერ, ათასჯერ წინ გახედვა, იმისათვის, რომ ჩვენი გალაქტიკის მიღმა ახლო მდებარე ობიექტები განსაზღვრონ
უახლოეს 4 მილიარდ წელიწადში ირმის ნახტომი გადაყლაპავს თავის თანამგზავრ გალაქტიკებს – მაგელანის დიდ და პატარა ნისლეულებს, 5 მილიარდ წელიწადში კი, როდესაც პატარა ობიექტები გაქრება, უნდა დაიწყოს ირმის ნახტომის და ანდრომედის თანავარსკვლავედის შერწყმა.
დაახლოებით 8 მილიარდ წელიწადში მზე თავის მთავარ ფუნქციას დაკარგავს და სამასჯერ გაიზრდება. ამ დროისთვის დედამიწა აღარ იარსებებს, ან გარდაქმნილი იქნება ქვის პლანეტად, ატმოსფეროს გარეშე თუ რა თქმა უნდა ისევ ჩვენმა ცივილიზაციამ არ გადაარჩინა სხვადასხვა ხელოვნური მანიპულაციით. წითელი გიგანტის ფაზა მზის შიდა ფენების გასროლით დასრულდება და დადგება პლანეტარული სიბნელე, რომლის ცენტრშიც იქნება თეთრი ჯუჯა პლანეტა, დედამიწის ზომის. ასეთი ობიექტები, ფაქტობრივად, მზის მასის ვარსკვლავების ევოლუციის ბოლო სტადიაზე ჩნდებიან. ისინი მეტისმეტად მსუბუქები არიან იმისთვის, რომ შავ ხვრელებად გადაიქცნენ. სტაბილურ მდგომარეობაში ეს თეთრი ჯუჯა შესაძლოა ათობით მილიარდი წლის განმავლობაში დარჩეს უცვლელი სახით.

Facebook Comments

Share.

Leave A Reply

Social Media Auto Publish Powered By : XYZScripts.com