ნაპოლეონ ბონაპარტეს გამონათქვამები

Google+ Pinterest LinkedIn Tumblr +

“ებრაელები კაცობრიობის მძორის ჩიტები არიან – მოდებულნი სხვადასხვა სახელმწიფოში არ არიან ნამდვილი მოქალაქენი. მათი ბოროტება ინდივიდუალური პიროვნებებიდან კი არ მომდინარეობს, არამედ ამ ხალხის ფუნდამენტური ბუნებიდან”
“ჯარი არ არის საკმარისი ქვეყნის დასაცავად, მაგრამ თუ ქვეყანას ერი იცავს მაშინ ის უძლეველია”
დიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია.
ფეხზე წამოდგომის მსურველს იშვიათად უჭერს ვინმე მხარს, იმას კი, ვინც დასაცემად გამზადებულია, ხელს ბევრნი ჰკრავენ.
ნამდვილი სარდალი გონებით იმარჯვებს და არა მახვილით.
სარდალს, რომელიც ბრძოლის დაწყების წინ რეზერვებსა და მაშველ ძალაზე ფიქრობს, უკვე წაგებული აქვს ბრძოლა.
ცხვრების ჯარი, რომელსაც მეთაურად ჰყავს ლომი, ყოველთვის დაამარცხებს ლომების ჯარს, რომელსაც მეთაურად ცხვარი ყავს.
იცით რა მაოცებს ყველაზე მეტად? ის, რომ რაც უნდა ეცადო, ძალმომრეობით ვერაფერს შექმნი და ვერც ვერაფერს დაამტკიცებ. ქვეყნად ორად ორი ძალა მეგულება: ხმალი და გონება. საბოლოოდ გონება მუდამ სჯობნის ხმალს.
გვარდია კვდება, მაგრამ არ ნებდება(ისტორიული სიტყვები, თქმული ვატერლოოს ბრძოლისას)
ბრძოლის ველზე მალე ბერდებიან, მე კი იქიდან მოვდივარ.
არასდროს შეუშალოთ ხელი თქვენს მტერს შეცდომის დაშვებაში.
შეუძლებელია შეძრწუნების გარეშე გაიხსენო ეს ბუმბერაზი(რუსეთი), რომელსაც ვერ შეუტეთ ვერც ფლანგებიდან, ვერც ზურგიდან, თვითონ კი დაუსჯელად გესხმის თავს საიდანღაც, ან იხევს უკან, ყინულეთში, სიკთდილისა და კაეშნის წიაღში. ეს ხომ არაა ის მითიური ანტეოსი, რომელსაც ვერანაირად ვერ დაამარცხებ, თუ ხელს არ ჩაავლებ, არ ასწევ და ჰაერში არ გაგუდავ? მაგრამ ვინ იზამს ამას? სადღა ნახავ ჰერაკლეს?
რუსეთის გენერლებს შორის ყველაზე მეტად ერთი მაფიქრებს. ესაა ბაგრატიონი.
სიტყვა “შეუძლებელს” მხოლოდ სულელების ლექსიკონში იპოვით.
საომარი მოქმედებების ადგილი არის გენერალის ჭადრაკის დაფა, სწორედ მისი არჩევა ავლებს მხედართმთავრის ნიჭს ან უგუნურობას.
რა არის სიყვარული? -ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელს დედამიწას, ხოლო მეორეზე- მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს.
ამაყ ადამიანებს სხვათა სიამაყე სძულთ.
ერთსა და იმავე მტერს არ უნდა ეომო ზედმეტად ხშირად- იგი ისწავლის ყოველ შენს საბრძოლო ფანდს.
ამ პირამიდებიდან ჩვენ 40 საუკუნე გადმოგვყურებს.
რელიგია – ეს არის ის, რაც აბრკოლებს ღარიბებს, დახოცონ მდიდრები.
გაჩერება შეიძლება მაღლა ასვლისას, მაგრამ არა ვარდნის დროს.
ვისაც მლიქვნელობა შეუძლია, მას არც ცილისწამება გაუჭირდება.
დამარცხებული მტერი ის მტერია, რომელზეც გადაბიჯება შეიძლება.
საზოგადოებრივი აზრი – ეს არის ქუჩის ქალი.
შემთხვევას ზედმეტ სახელად ჰქვია “განგება
ათას ხიშტზე მეტად სამი გაზეთის მეშინია.
მე რომ თავის დროზე ტალეiრანი და ფუშე ჩამომეხრჩო, ტახტზე დავრჩებოდი.
მე ხმალს ქარქაშში მხოლოდ მაშინ ჩავაგებ, როცა ყველაფერი დამთავრდება.
სიყვარული სისულელეა, რომელსაც ორი ადამიანი სჩადის.
მე ჩემი ხმალი გამიკვლებს გზას.
ტაქტიკის ან საინჟინრო და საარტილერიო საქმის შესწავლა თითქმის ისევე შეიძლება, როგორც გეომეტრიისა.
საზოგადოება რელიგიის გარეშე იგივეა, რაც ხომალდი კომპასის გარეშე.
ჯარისკაცებო, ისწავლეთ ღირსეულად სიკვდილი.
კავკასიიდან და საქართველოდან გატაცებული მონების ბრბოები ჩაგრავენ მსოფლიოში უმშვენიერეს მხარეს –ეგვიპტეს. მაგრამ ყოვლად ძლიერმა ღმერთმა, ქვეყნის მეუფემ, ინება მათი განადგურება, მოვედი, რათა მისი სურვილი აღვასრულო.
რატომ არ მაქვს მე ტირილის უფლება
იტალია უკვე დაკარგულია, ჩემი გამარჯვების ყველა ნაყოფი დაკარგულია! უნდა წავიდე, უნდა ვუშველო საფრანგეთს.
ჩემი უკანასკნელი სურვილია: დამმარხეთ მე სენის ნაპირას, ფრანგ ხალხთა შორის, რომელიც მე ესოდენ მიყვარდა.
სიყვარული რიგითი ადამიანისთვის ცხოვრებაა, ჯარისკაცისთვის — გართობა, მეფისათვის კი ანკესზე წამოსაგები საშუალება.
სულელები საუბრობენ წარსულზე, ჭკვიანები- აწმყოზე, ხოლო ბრიყვები- მომავალზე.
იყო პატიოსანი- ეს ყველაზე საიმედო საშუალება იმისათვის, რომ დარჩე ღარიბი.
მინისტრს გული მხოლოდ ტვინში უნდა ჰქონდეს.
მე გავაკეთე ყევლა შესაძლო გათვლა- დანარჩენზე ბედისწერა იზრუნებს.
კიბო–ეს ვატერლოოა, კუჭში დაბუდებული.
,,არ არსებობს საზოგადოება ქონებრივი უთანასწორიბის გარეშე. ამდენად საზოგადოება ვერ იარსებებს რელიგიის გარეშე, რადგან შეუძლებელია დაარწმუნო ადამიანი, რომელიც შიმშილით კვდება, მაშინ, როცა სხვა მის გვერდით ფუფუნებაში ცხოვრობს, შეეგუოს ამ უსამართლობას, თუ არ იარსებებს ავტორიტეტი, რომელიც ეტყვის მას: ,,რმერთმა ინება ასე, რომ ამქვეყნად მდიდრები და ღარიბები არსებობდნენ, სამაგიეროდ იმქვეყნად გელით ცხონება…. მე რელიგიაში ღვთიური განსახიერების საიდუმლოებას კი არა, საზოგადოებრივი წყობის საიდულოებას ვხედავ.”
– მე ყოველთვის აღტაცებული ვიყავი მითრიდატეთი, რომის დაპყრობას რომ აპირებდა, მაშინაც კი როცა ის უკვე ძლეული იყო და გასაქცევად ემზადებოდა.
– პარტია, რომელსაც ძალუძს საყრდენი ჰპოვოს მხოლოდ საზღვარგარეთული ხიშტების სახით, განწირულია დამარცხებისთვის.
– ჭეშმარიტი მონარქი, რომელსაც ომი სურს, მას არ გაურბის, ხოლო როცა აიძულებენ იომოს, მან დაუყოვნებლივ უნდა იშიშვლოს ხმალი, სწრაფად და ენერგიულად უნდა განახორციელოს თავდასხმა, თორემ მთელი უპირატესობა მოწინააღმდეგის მხარეს გადავა.
– ჩვეულებას უამრავ უგუნურებამდე მივყავართ. ყველაზე მიუტევებელია იქცე მის მონად.
– ფრანგებს სიდიადე უყვართ ყველაფერში, მათ შორის, გარეგნულ იერშიც.
– სწრაფვა იმისკენ, რომ ბატონობდე შენს მსგავსთა გრძნობებზე, კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი ვნებაა.
– მეფეებს არ აკლიათ ადამიანები, რომლებიც პოულობენ შემთხვევას მათ შეეპასუხონ. მე არასოდეს ვუშვებდი ამას. ექიმი საჭიროა იმისთვის, რომ ციებ-ცხელება განკურნოს, და არა იმისთვის, რომ მასზე სატირა დაწეროს. წამალი გაქვთ? მომეცით. თუ არა, ხმა გაკმინდეთ.
– ეგვიპტეში გადასვლისას მე გამაკვირვა იმან, რომ ეგვიპტელთა ოდინდელი სიდიადისგან დამხვდა მხოლოდ პირამიდები და წიწილების შესაწვავი ბუხრები.
– ჩემი მმართველობისას მე ვიგონებდი ახალ, მანამდე უცნობ ზომებს, მაგალითად, პრემიებს, რომლებსაც ვანიჭებდი ყოველ მეათე წელს. ხომ საჭირო იყო ღირსეულად დამეჯილდოვებინა მისი ძალისხმევა, ვინც სრულქმნილებას მიაღწია თავის ხელობაში.
– ძველ საბერძნეთში შვიდი ბრძენი ცხოვრობდა; ახლანდელ ევროპაში კი ერთიც არ ჩანს.
– ნებისმიერი ერის საზოგადოებრივი წესრიგი ადამიანთა არჩევანს ემყარება, რომელნიც მოწოდებულები არიან მხარი დაუჭირონ მას.
– ყველაზე საოცარი გამოგონებანი ისინი როდია, რომლებითაც შეეძლო ეამაყა ადამიანის გონს: აღმოჩენათა უმრავლესობა ინსტინქტისა და შემთხვევითობის შედეგია და სრულიადაც არა – ფილოსოფიის.
– ფრანგების ეროვნული ღირსების გრძნობა ყოველთვის ფერფლქვეშ ბჟუტავს. საჭიროა მხოლოდ ნაპერწკალი მის გასაღვივებლად.
– მას აქეთ, რაც თვითონ ხალხები გამოვიდნენ ბრძოლის ველზე, უკვე შეუძლებელი შეიქნა დაქირავებული არმიის ყოლა.
– ისინი, ვინც ფუფუნებასა და მფლანგველობაში ეძებენ ბედნიერებას, იმათა ჰგვანან, სანთლების სინათლეს რომ არჩევენ მზის ბრწყინვალებას.
– მე ოქროს ვაფრქვევდი ჩემს მომხრეებს, მაგრამ უნდა მცოდნოდა, რომ გამდიდრებული კაცი უკვე ნაკლებად იგდებს თავს სასიკვდილო საფრთხეში.
– ვინც ქველმოქმედებით აკეთებს საქმეს მხოლოდ იმის იმედით, რომ შთაბეჭდილება მოახდინოს, ახლოა ბიწიერებასთან.
– ამ ცხოვრებაში ყველაფერი გათვლის საქმეა: შუაგულს უნდა მოეჭდო სიკეთესა და ბოროტებას შორის.
– მე ჩემთვის შევქმენი ჩემი საუკუნე, ისევე, როგორც მე ვიყავი შექმნილი მისთვის.
– როცა მთელი ქვეყანა ხიშტების მეშვეობით ეწყობა, ეს სავსებით ლოგიკურია! საღი აზრი მაშინ სამართლიანობაში კი არა – ძალაშია.
– არიან ერთგვარი ქურდები, რომლებსაც კანონები არ სდევნიან და რომლებიც ადამიანებს ჰპარავენ იმას, რაც ყველაზე ძვირფასია მათთვის, სახელდობრ, დროს.
– ჩამოაწიკწიკეს დიადი სიბრიყვენი სულის შესახებ, არადა უნდა ეცადო, იცოდე ის კი არა, რაც ადამიანებს უთქვამთ ამის შესახებ, არამედ – ის, რაც შეიძლება ჩვენმა საკუთარმა გონმა გაგვიმჟღავნოს სხვათა აზრებისაგან დამოუკიდებლად.
– მართალია, მე მინდოდა ამეღორძინებინა ძველი დრო, მაგრამ ეს არასოდეს მისულა იქამდე, რომ აღმედგინა ათენის დემოკრატია. ბრბოს მმართველობა მე არასოდეს მიზიდავდა.
– მე ვაშენებდი სოფლებს, ვაშრობდი ჭაობებს, ვაღრმავებდი ნავსადგურებს, ხელახლა ვასხვაფერებდი ქალაქებს და მანუფაქტურებს, არხით ვაერთებდი ორ ზღვას, ვაგებდი გზებს, აღვმართავდი ძეგლებს, მე მადარებდნენ ჰუნების ბელადს – ატილას! სამართლიანი განაჩენია, არა?!
– სიმამაცე ხურდა ფულივით პირობითია: ზოგიერთი, ვინც თამამად დაეძებს სიკვდილს მტერთან ბრძოლაში, ჯალათის წინ კანკალებს. ისე რომ, ყალბი მონეტებისა არ იყოს, მიმოქცევაში არიან უღირსი მამაცნიც. მართალი გითხრათ, სიმამაცე თანდაყოლილი თვისებაა – არ იყიდება.
– ბევრს ყვიროდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ჩემს დესპოტიზმად თვლიან. თუმცა მე ყოველთვის ხმამაღლა ვამბობდი, რომ ერები არ არიან იმათი საკუთრება, ვინც მათ მართავს. კონსტიტუციონარად ქცეული ზოგიერთი მონარქი სწორედ ამის დავიწყებას ცდილობს.
– მხდალი გაურბის იმას, ვინც მასზე უფრო ავია; სუსტს ამარცხებს ძლიერი, – აი, პოლიტიკური სამართლის წარმომავლობა.
– საჭიროა ხშირად იცვლებოდნენ არა მარტო გარნიზონები, არამედ ხელისუფლების სათავეში მდგომი ადამიანებიც; ეს აუცილებელია. სახელმწიფოს ინტერესებში შედის, რომ თანამდებობის პირნი გამუდმებით იცვლებოდნენ; თუ ამ პრინციპს არ დაიცავ, აუცილებლად მოგვევლინებიან საუფლისწულო მამულები და სენიორული მართლმსაჯულება.
“ძალიან შორს აბიჯებს, დროა აილაგმოს ეს ყმაწვილი!”
1796 წელს, იტალიის კამპანიის ჟამს სუვოროვი ნაპოლეონზე.
– სისუსტე წარმოსდგება მცონარებისა და საკუთარი თავისადმი უნდობლობისაგან. უბედურია, ვინც სუსტია ამ ორი მიზეზის გამო: თუ საქმე ეხება კერძო პირს, ის არარაობაა, თუ მონარქს – ის ორმაგად უბადრუკია.
– გამარჯვებას რაოდენობით როდი აღწევენ. ალექსანდრემ ოცი ათასი მაკედონელით დაამარცხა სამასი ათასი სპარსი. თავხედურ შეტევებს მეც კარგად ვაგვირგვინებდი.
– ზოგიერთნი ჩვენ მიმართ თავაზიანობას იჩენენ, მაშინ როდესაც სხვები შეურაცხგვყოფენ. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ადამიანებს მართებთ შეინარჩუნონ უაღრესი სიფრთხილე. რადგანაც უცილობლად უნდა გვესმოდეს, რა იმალება ამ თავაზიანობის იქით.
– დამნაშავეობასთან ყოველგვარი გარიგება ლაქას სცხებს ტახტს.
– ყოველი მხრიდან დაბზარულ საზოგადოებრივ სისტემას უახლოეს ხანში დანგრევა ელის.
– მეომარი და მოხელე იშვიათად არის იმის მემკვიდრე, რასაც სიმდიდრე ჰქვია. ამიტომ ისინი უნდა ჯილდოვდებოდნენ პატივისცემითა და ყურადღებით. პატივისცემა აათკეცებს ღირსების გრძნობას, რაც ჭეშმარიტი ძალაა ერისა.
– ხალხს საკუთარი აზრი აქვს, ვიდრე შეცდომაში არ შეიყვანენ დემაგოგები.
– კანაში ჩემი გადასვლისას პარიზული გაზეთები აჭრელდნენ სათაურებით: “ბონაპარტეს ამბოხი”; ხუთი დღის შემდეგ: “ბონაპარტე გრენობლში შევიდა”; თერთმეტი დღის შემდეგ: “ნაპოლეონი ლიონში შევიდა”; ოცი დღის შემდეგ: ” იმპერატორი ტიუილრიშია”; ეძებეთ ამის შემდეგ გაზეთებში საზოგადოებრივი აზრი.
– არც ოქრო და არც ვერცხლი ისე არ მაკლდა, როგორც შაქარი და ყავა, -ამიტომ იყო, რომ კეთილშობილმა ქალებმა არ მაპატიეს კონტინენტური ბლოკადა.
– როგორც ჩანს, წარსულში ხელმწიფეთა ასი ფავორიტიდან, სულ მცირე, ოთხმოცდაათი მაინც იქნა ჩამოხრჩობილი.
– შეიძლება ჭარბად უბოძო ბაფთები კურტიზანებს, მაგრამ ეს სრულიადაც არ აქცევს მათ ადამიანებად.
– თვითმკვლელობა უდიდესი დანაშაულია. რა სიმამაცე უნდა ჰქონდეს იმას, ვინც თრთის ბედისწერის უკუღმართობის წინაშე? ჭეშმარიტი ჰეროიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ცხოვრების ბედუკუღმართობაზე მაღლა დადგე.
– მე მეზიზღება ილუზიები. აი, რატომ ვიღებ სამყაროს ისეთად, როგორიც არის.
– მე ვაიძულე ჩემი საკუთარი მტრები ან ჩემი დიდების მსახურნი ყოფილიყვნენ, ან მომკვდარიყვნენ ჩემთან ერთად – აი, რა არის ჩემი მმართველობის განსაკუთრებული თავისებურება.
– უნდა მისდიო ფორტუნას მთელი მისი კაპრიზებით და შეასწორო ისინი, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
– გინდათ გაიგოთ, საიმედონი არიან თუ არა თქვენი მეგობრები? ამისთვის საჭიროა უბედურებაში ჩავარდეთ.
– თუ თქვენ ესწრაფვით უფრო ღრმად ჩაწვდეთ პოლიტიკისა და ომის ღრმა გაგებას, უნდა ეძებოთ ჭეშმარიტება, ჩაწვდეთ საზოგადოების საძირკველს, მატერიალურ წესრიგს კი მათთან შედარებით ყოველთვის თავისი ზღვარი აქვს.
– მმართველობაში არ უნდა იყოს სანახევრო პასუხისმგებლობა: მას გარდაუვალად მივყავართ გაფლანგვის დამალვისა და კანონის დარღვევისკენ.
– არიან მეფენი, ვითომდა ხალხის კეთილდღეობაზე რომ ზრუნავენ, იმ იგავ-არაკის მგელივით, მწყემსად რომ გარდაისახა, რათა უკეთ მოესპო ცხვრები.
– ჩემი მთავრობა ძალიან მაღლა იყო აზიდული, რათა შეგვენიშნა ზამბარების ზადი, რომლებიც ამოძრავებდნენ მას. ასეა თუ ისე, მე თხუთმეტი წლის მანძილზე ვმართავდი ორმოცდაორ მილიონ ადამიანს უმრავლესობის ინტერესებისათვის და ყოველგვარი სერიოზული რყევის გარეშე.
– კარლოს დიდის დროიდან მოყოლებული ქვეითი ლაშქარი ყოველთვის სუსტი იყო. ჩემს არმიაში კი ვერ ნახავდით ფრანგ ჯარისკაცს, დარწმუნებული არ ყოფილიყო იმაში, რომ წინ აღდგომოდა მტერს და ვერ გაემარჯვა.
– საღი აზრი ქმნის ნიჭიერ ადამიანებს; თვითმოყვარეობა კი მხოლოდ ქარია, იალქნებს რომ ბერავს და პირდაპირ ნავსადგურისკენ მიაქანებს ხომალდს.
– ამქვეყნად უამრავ ადამიანს წარმოუდგენია, რომ მმართველობის ნიჭით არის დაჯილდოებული მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ძალაუფლების საჭესთან დგანან.
– ადამიანის სული ჯერ კიდევ არ მომწიფებულა საიმისოდ, რომ მმართველნი აკეთებდნენ იმას, რასაც უნდა აკეთებდნენ, მართულნი კი იმას, რაც ნებავთ.
– თავისი უმეტესობით ესპანელი ხალხი ველურია, უხამსი და სასტიკი: იმ დროს, როცა მე ვბრძანე ადამიანურად მოპყრობოდნენ ტყვეებს ლიმოჟის, პერიგიუესა და მულენის ბანაკებში, ჩემს ჯარისკაცებს ხოცავდნენ, აწამებდნენ და მოწამეობრივი სიკვდილით კლავდნენ. გენერალ დიუპონის საკაპიტულაციო პირობები ისე სამარცხვინოდ იქნა დარღვეული, რომ შეიძლება არც კი მოიძებნოს მსგავსი მაგალითი ისტორიაში.
– სამშობლოს დასაღუპად ერთი არამზადაც საკმარისია. ამის მაგალითი ცოტა როდია ისტორიაში.
– ლამაზი ქალი თვალს ახარებს, კეთილი – გულის სიტკბოებაა. პირველი სათამაშოა, მეორე – საუნჯე.
– წარმოიდგინეთ აღებული მოსკოვი, დამარცხებული რუსეთი, შემორიგებული ან მკვდარი მეფე და მითხარით, განა გაუჭირდება საფრანგეთის დიდ არმიას, ტიფლისის დამატებით ნაწილებთან ერთად, განგამდე მისვლა?!
– იმ დღეს, როცა ტახტიდან ჩამოგდებული მონარქები კვლავ დაუბრუნდნენ თავიანთ სასახლეებს, მათ კეთილგონიერება ზღურბლს უკან დატოვეს.
– მე მგონია აზროვნების უნარი სულის კუთვნილება უნდა იყოს. რაც უფრო მეტ სრულქმნილებას იძენს გონება, მით უფრო სრულქმნილია სული, და ადამიანი მით უფრო პასუხისმგებელია მის მიერ ჩადენილ საქმეთა გამო.
– ერმა, ხალხმა, არმიამ, არც ერთმა ფრანგმა არ უნდა დაივიწყოს თავისი წარსული: იგი ხომ მათს დიდებას შეიცავდა!
– ადამიანებს უნდა მართავდე იმ სადავით, რომლითაც ახლა მართავენ, და არა იმით, უწინ რომ მართავდნენ.
– ჰანიბალს რომ გაეგო ჩემი გადასვლის შესახებ დიდი სენ-ბერნარის გზით, უბადრუკ წვრილმანად ჩათვლიდა თავის ალპიურ მოგზაურობას.
– მე ვუერთდები ეპიქტეტეს, რომელმაც თქვა: ” როცა შენზე ცუდს ამბობენ და ეს მართალია, გამოსწორდი, ხოლო თუ ეს სიცრუეა, დასცინე ამას”. მე მასწავლეს, არ გამაკვირვოს არაფერმა. დასასვენებლად შემდგარი ყურადღებას არ ვაქცევ ნაირ-ნაირ ფინიებს, შარაგზაზე რომ ყეფენ.
– ჩემს სიცოცხლეში არცთუ იშვიათად შევმცდარვარ, მაგრამ ყველაზე მიუტევებელი ისაა, რომ ინგლისელებს ჩავბარდი: გადაჭარბებულად მწამდა მათი ერთგულება კანონისადმი.
– ჩემი მონარქობისას მოხდა ისე, რომ ვისარგებლე შეწყალების უფლებით, რასაც შემდეგ ყოველთვის ვნანობდი.
– ოციდან ცხრამეტ მათგანს, ვინც მბრძანებლობს, მორალი არ სწამს, მაგრამ დაინტერესებულია იმით, რომ ხალხმა ირწმუნოს, ძალაუფლებას ბოროტებისთვის როდი ვიყენებთო, – აი, რა ქმნის მათ წესიერ ადამიანებად.
– ხელმწიფე არასოდეს უნდა დაეცეს იმ უბედურებაზე დაბლა, რაც განუმზადებია მისთვის ბედს.
– არაფერი რიცხობრივად ისე არ ამრავლებს ბატალიონებს, როგორც წარმატება.
– ხელმწიფე, ხალხზე რომ ფიქრობს და მათ კეთილდღეობაზე აგებს საკუთარ ბედნიერებას, – რომელ რომანში შეიძლება ამისი ნახვა?
– მე უკვე ბევრი რამ გავაკეთე იმისთვის, რომ შთამომავლობაში ვიცოცხლო; ჩემს დიდებას მე ვუანდერძებ ჩემს ვაჟიშვილს, ჩემს ძეგლებს კი – ევროპას.
– ყველაზე საიმედო ბერკეტი – ესაა სამხედრო ძალა, რომელიც აწესებს კანონს და რომელსაც იყენებს გენიოსი. ამნაირი ბერკეტი იყო რეკრუტთა თავმოყრა. საკმარისია ერწმუნო ამ ძალას და წინააღმდეგობა ქრება, ძალაუფლება კი მტკიცდება. განა ასე მნიშვნელოვანია სოფისტთა ყველა ეს საბუთი, როცა სამხედრო ბრძანება გრგვინავს? ვინც მზადაა მორჩილებისთვის, მწყობრის ხაზს არ უნდა გადასცდეს. ბოლოს და ბოლოს, ისინი ემორჩილებიან იძულებას: აკი უჯიათებს თავზე ხელს როდი უსვამენ.
– შეუძლებელი – ეს არ არის ფრანგული სიტყვა.
– თხუთმეტ წელიწადს ჩემს ძილს იცავდა ჩემივე დაშნა.
– მაკიაველი გვასწავლის, როგორ შეიძლება წარმატებით ვიომოთ. ჩემთვის კი მხოლოდ ერთი საშუალებაა საამისოდ – უძლიერესი უნდა იყო. ეს ფლორენციელი მდივანი სხვა არა არის რა, თუ არა პროფანი პოლიტიკაში.
– იშვიათად თუ მოიძებნება საკმაოდ მტკიცე ადამიანი, მიუკერძოებლად და წინასწარგმობის გარეშე რომ მსჯელობდეს ჩემზე.
– საქმეში ცრურწმენა და ვნება საზიანოა; უკანასკნელთაგან ერთადერთი დასაშვები – ესაა სწრაფვა საზოგადო სიკეთისაკენ.
– რამდენიმე აუტანელი ყბედი უფრო მეტ ხმაურს ტეხს, ვიდრე მდუმარე ასი ათასი; ამაშია წარმატების საშუალება მათთვის, ვინც ტრიბუნიდან ყეფს.
– კარგად მართული ქვეყნისათვის საჭიროა სახელმწიფოზე დამოკიდებული რელიგია და მღვდლები. ეკლესია უნდა ექვემდებარებოდეს სახელმწიფოს და არა სახელმწიფო – ეკლესიას.
– მლიქვნელი ურიცხვია, მაგრამ მათ შორის მხოლოდ ცოტას თუ შეუძლია ღირსეულად და ზრდილობიანად გაქოს.
– შეიძლება შეჩერდე მთის ფერდზე ასვლისას, მაგრამ დაშვებისას – არასოდეს.
– სიტყვა – “ლიბერალური”, ახლანდელ დროში ასე რომ ხიბლავს იდეოლოგთა ყურებს, სწორედ ჩემი გამონაგონია. ასე რომ, მე თუ უზურპატორი ვარ, ისინი პლაგიატები არიან.
– თუ გინდა შეინარჩუნო თუნდაც ერთგვარი უპირატესობა, ყოველ ათ წელიწადში უნდა ცვლიდე საომარ ტაქტიკას.
– სულით ძლიერნი თავს არიდებენ ტკბობას, როგორც მეზღვაურნი – წყალქვეშა კლდეებს.
– ჩემი დაცემის შემდეგ ბედისწერას არაერთხელ უბრძანებია – მოკვდიო, მაგრამ ღირსება მიბრძანებდა, მეცოცხლა.
– მორალი სამკითხაო ხელოვნებაა, როგორც ყვავილების მეცნიერება, მაგრამ სწორედ ის გვევლინება უზენაესი გონების გამოხატულებად.
– ყოველივე ის, რაც ფიზიკურად და მათემატიკურად არ ეყრდნობა ზუსტ საფუძველს, გონების მიერ უარყოფილი უნდა იყოს.
– გამოუსწორებელი ბრბო ყველგან ავლენს ერთსა და იმავე უგუნურ სულს.
– ყოველგვარი პარტიული თავყრილობა ბრიყვებისა და არამზადებისგან შედგება.
– მეფეს იზიზღებენ, როცა ის სუსტია და გაუბედავი, მაგრამ ეს გაცილებით უარესია, როცა მას მართავს უუნარო და უპატივცემულო მინისტრი.
– გენიოსზე იმის მიხედვით ვმსჯელობ, თუ როგორ გამოთქვამს თავის აზრს.
– საჭიროა ბუნება გენიოსს აძლევდეს საშუალებას მოხვდეს საჭირო ადგილას; მაგრამ ხშირად ის ვერ პოულობს სათანადო ადგილს, და გამხმარი თესლივით უნაყოფო რჩება.
– საფრანგეთი ამოუწურავია; ამის დასტური რუსეთთან ომის შემდეგ და 1815 წელს ვნახე. დაჰკარით მიწას და იქიდან მოგევლინებათ ფულიც და არმიაც. საფრანგეთს არასოდეს ეწევა დამონებული და დაყოფილი ქვეყნის ბედი.
– დაწერილია საკმარისზე მეტი, მე ვისურვებდი ნაკლებ წიგნს და მეტ საღ აზრს.
– მამაცი, მაგრამ გამოუცდელი ჯარისკაცები, – აი, გამარჯვების უტყუარი წინამძღვარი. მიუმატეთ მათ თითო ჭიქა არაყი, როცა საომრად გაუშვებთ, და თქვენ დარწმუნდებით მათ წარმატებაში.
– არ მიყვარს, როცა თავს იკატუნებენ, თითქოს ეზიზღებათ სიკვდილი; შეგეძლოს იმის ატანა, რაც გარდაუვალია – აი, უმნიშვნელოვანესი ადამიანური კანონი.
– დაქვემდებარებულნი, არსებითად, მხოლოდ მაშინ გეხმარებიან, როცა გრძნობენ, რომ თქვენ ურყევი ხართ.
– მე ვამჯობინებ დასკვნის ძალას სტილის სილამაზეს: საქმე ყოველთვის უფრო მაღლა დგას, ვიდრე სიტყვა.
– ყველა მართალია თავისებურად. დიაგორას სიმართლე ღმერთის უარყოფა იყო, ნიუტონი კი დარწმუნებული იყო იმაში, რომ ღმერთი უნდა გვეღიარებინა. ყველა მოვლენაში მოქცეულია მისი საპირისპირო მოვლენა: რევოლუციის დროს, მაგალითად, შეიძლება რიგრიგობით ხან გმირი იყო, ხან ბოროტმოქმედი; ხან ეშაფოტზე აჰყავდეთ, ხან დიდების მწვერვალზე.
– დადგება დღე და ისტორია იტყვის, რა იყო საფრანგეთი, როცა მე ავედი ტახტზე და რად იქცა, როცა კანონები დავუწერე ევროპას.
– იტალიური არმია – ეს იყო ყოვლად უვარგისი ბრბო, როცა დირექტორატმა მეთაურად დამნიშნა: არმიას არც პური ჰქონდა, არც ტანსაცმელი. მე ვუჩვენე მათ მილანის ველები, ვუბრძანე სალაშქროდ დაძრულიყვნენ, და იტალია დაპყრობილ იქნა.
– ჩემი კამპანიებისას მე იშვიათად ვსარგებლობდი ჯაშუშებით. ყველაფერს ვაკეთებდი შთაგონებით: ყველაფერს ზუსტად ვხვდებოდი, ელვის სისწრაფით დავქროდი, დანარჩენი ბედ-იღბლის საქმე იყო.
– ყველაზე დიდი ტირანია დაქვემდებარებულთა ტირანიაა.
– ხელმწიფე კარგავს ხალხის კეთილგანწყობას ისეთი შეცდომის გამო, რომელიც ყურადღებადაც კი არა ღირს, ასევე სახელმწიფოებრივი გადატრიალების შედეგად. ამიტომ როცა სრულად აითვისებ მართვის ხელოვნებას, დიდი რისკი უნდა გასწიო შენი რეპუტაციის გადასარჩენად.
– მე არ ვიცი, რას გულისხმობენ ღვთიური სამართლის ქვეშ – ეს ალბათ ვიღაც ერთი ლუვენელი ჩლუნგი თეოლოგის გამოგონება უნდა იყოს. აკი თვით პაპსაც არა აქვს იმაზე უფრო მეტი ღვთაებრივი სამართალი, ვიდრე მე – ბრიტანეთის ლორდთა პალატაში სამემკვიდრეო ადგილის უფლება.
– ბრბო არ გამოირჩევა საღი აზროვნებით; მას უყვარს გაიმეოროს მთელი მითქმა-მოთქმა უზადო ადამიანის მიმართ.
– საომარ მოქმედებათა ადგილი გენერლის საჭადრაკო დაფაა. ყოველი მისი სვლა ავლენს მხედართმთავრის უნარს და უმეცრებას.
– ბებერი, ბათქაშით განახლებული მონარქიები მანამ არსებობენ, სანამ ხალხი თავის თავში არ იგრძნობს ძალას: ამნაირ ნაგებობებში რღვევა ყოველთვის ფუძიდან იწყება.
– რელიგიისთვის კულტის მსახურნი იგივენი არიან, რაც მოხელენი – მთავრობისათვის. ჩვეულებრივი ადამიანი კარისკაცის კრედიტს მისი ლაქიების რიცხვით ზომავს, ხოლო ბრბო ღმერთის ყოვლისშემძლეობას – მღვდლების რაოდენობით.
– იმისათვის, რომ ხალხმა ჭეშმარიტი თავისუფლება მოიპოვოს, მართულნი ბრძენკაცნი უნდა იყვნენ, მმართველები კი – ღმერთები.
– როცა ხალხი სახელმწიფოში გარყვნილია, კანონები თითქმის უსარგებლონი არიან, თუკი ის დესპოტურად არ იმართება.
– ზნეობათა დაცემა, – აი, სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკური მთლიანობის, დაღუპვა.
– მე მადარებენ არაერთ ცნობილ ადამიანს, ძველსა თუ ახალს, მაგრამ საქმე ისაა, რომ არც ერთს ვგავარ.
– სამოქალაქო ომი, როცა ხელმწიფის საქმე მას (ომს) საბაბად მიაჩნია, შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს; მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ხალხი იმარჯვებს.
– რევოლუციონერები და ემიგრანტები თანაბრად გაუმაძღარნი იყვნენ სიმდიდრისა და წარჩინების მხრივ. ისინი ერთმანეთს ჯობდნენ სიმდაბლეში. მე კი მინდოდა განმედიდებინა ახალი ადამიანები, და რამდენადაც შემეძლო, ჩემი ჯარისკაცების რიგებში ვამწესებდი მათ.
– ბრიყვს დიდი უპირატესობა აქვს განათლებული კაცის წინაშე – ის თავისი თავით ყოველთვის კმაყოფილია.
– ქრისტიანულ რელიგიას რომ შეძლებოდა ხალხისთვის შეენაცვლებინა ყველაფერი, როგორც ამას მიელტვიან მისი გულმხურვალე მომხრენი, ეს იქნებოდა ზეცით ყველაზე უკეთესი საჩუქარი.
– შემთხვევა მართავს სამყაროს.
– უბედურებაში, როგორც წესი, აღარ აფასებენ იმას, ვის სიდიადესაც პატივს მიაგებდნენ უწინ.
– რაც შეეხება სისტემას, ყოველთვის საჭიროა შენთვის დაიტოვო იმის უფლება, რომ მომდევნო დღეს დასცინო იმ შენს აზრებს, რომლებიც დაგებადა წინა დღით.
– უწინდელი ადამიანები ჩემთვის სრულიადაც არ ყოფილან ახლანდელებზე უკეთესნი, მაგრამ მაშინ ცარიელი და არაფრის მაქნისი ყბედობა გაცილებით უფრო ნაკლები იყო, ვიდრე დღეს.
– იმათ შორის, ვინც სიკვდილს დაეძებს, ცოტანი თუ პოულობენ მას სწორედ იმ დროს, როცა ის სასარგებლო იქნებოდა მათთვის.
– ბრძოლაში მნიშვნელოვანია პირველი ეკვეთო მტერს, ყოველთვის უნდა შეგეძლოს ისარგებლო ამით.
– არც არითმეტიკაში და არც გეომეტრიაში არაფერია საიდუმლო. ყველა მეცნიერებას შორის ეს ორი ყველაზე მეტად ემსახურება გონების დახვეწილობას.
“რელიგია არსებობს იმისთვის, რომ ღარიბებმა მდიდრები არ დახოცონ” (ვინაიდან ღარიბებს ეუბნება რელიგია რომ მოხვდებიან სამოთხეში თუ აქ დაითმენენ)
“პატრიოტიზმი – მთავარი დამახასიათებელი ნიშანია ადამიანის ცივილიზებულობის. პატრიოტიზმი არის ის, რაც განასხვავებს ადამიანს მონისაგან.”
სადაც გაეტევა ერთი ჯარისკაცი, იქ მთელი დივიზია გაეტევა.

 

Facebook Comments

Share.

Leave A Reply

Social Media Auto Publish Powered By : XYZScripts.com