იერუსალიმის წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

Google+ Pinterest LinkedIn Tumblr +

იერუსალიმში აღდგომის დღესასწაულზე, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალის თაობაზე, მოვიყვან ზოგიერთ მნიშვნელოვან ფაქტობრივ მასალას. ეს არის რიტუალი და ამ ბუნებრივ ცეცხლს ჩაუქრობელი კანდელიდან ანუ ლამპარიდან უკიდებს მეორე ლამპარზე იერუსალიმის პატრიარქი. ერთი ლამპარი რომელშიც უკვე ანთია ცეცხლი წინასწარ, წინა დღით შეაქვთ კუვუკლიაში, რომელსაც პირობითად “სამალავში” დებენ. ამის შემდგომ ოფიციალური პირების თანდასწრებით კუვუკლიას გარედან დალუქავენ. ხოლო დღესასწაულის მიმდინარეობისას ყველას დასანახად შემოაქვთ მეორე თავდახურული ლამპარი და შეაქვთ კუვუკლიაში, რომელსაც უკვე ანთებული მეორე ლამპარის გვერდით მაგიდაზე დებენ. ამის შემდგომ იერუსალიმის პატრიარქი შედის კუვუკლიაში და იწყება პატრიარქის ლოცვა. იერუსალიმის პატრიარქს ლოცვის შემდგომ, პირველი ანთებული ლამპარიდან გადმოაქვს ცეცხლი მეორე ლამპარზე. რამდენიმე წუთში მას გამოაქვს მეორე ანთებული ლამპარი, რომლიდანაც შემდეგ ხდება ცეცხლის გავრცელება სანთლებზე. ამ რიტუალში აქტიურ მონაწილეობას იღებენ აგრეთვე როგორც სომხური ეკლესიის წარმომადგენლები და ადგილობრივი ადმინისტრაციის თანამშრომლები, ისე ადგილობრივი არაბი მოსახლეობაც. იერუსალიმის პატრიარქის გაჩხრეკვას, კუვუკლიაში შესვლის წინ, რა თქმა უნდა ფორმალური ხასიათი აქვს. ამ რიტუალის ჩატარებისას, ყველა მონაწილე მხარეს, რელიგიური ფაქტორის გარდა სხვა თავისი ინტერესები გააჩნია. იერუსალიმის ეხლანდელი პატრიარქი თეოფილე მესამე, რომელიც პროგრესულად მოაზროვნე მაღალიერარქია დიდი ხანია ფიქრობს ამ რიტუალს, როგორც ტრადიციული რიტუალის სახელწოდება მიეცეს. იგი ხშირად შეგნებულად არ ხმარობს სიტყვას “ღვთაებრივ სასწაულს”. ამის გამო იგი ადგილობრივი არაბების მხრიდან დიდი წინააღმდეგობას აწყდება. მასვე ეწინააღმდეგება რუსეთის საპატრიარქო და მართლმადიდებლური სამყაროს ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელთაც ღვთაებრივი სასწაულის არსებობის ფაქტით, სურთ სხვა რელიგიურ კონფესიებზე თავიანთი აღმატებულობის კიდევ ერთი ფაქტის კონსტატაცია. რუსული სასულიერო ელიტა დაუპირისპირდა თეოფილე მესამეს, ძირითადი მიზეზი ამისა იყო ის, რომ რუსეთის საპატრიარქოს სურს თავისი გავლენის კიდევ უფრო გაფართოება და პრეტენზიებიც კი აქვთ იერუსალიმის საპატრიარქოს კუთვნილ ტერიტორიებზეც. რის გამოც თეოფილე მესამემ რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციას სტალინიზმის ერთგული მემკვიდრენი უწოდა. რუსეთის საპატრიარქო დღეს ფაქტიურ ოპოზიციაში უდგას მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს და იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე მესამეს. მიზეზი კი აქ უფრო ღრმაა, მთავარი მიზეზი არის ის, რომ როგორც ბართლომეოსი ისე თეოფილე არ იზიარებენ კრემლის იდეოლოგიურ დოქტრინას, “მსოფლიო შეთქმულების თეორიაზე”, “მსოფლიო მასონურ ფარულ მთავრობაზე”, “მსოფლიოს პოლიტიკური, ფინანსური წრეებისა და ბანკირების შეთქმულებაზე კაცობრიობის წინააღმდეგ”. ორივე ამ პატრიარქს არ გააჩნიათ ბიოლოგიური ზიზღი სხვა კონფესიების მიმართ და არ იხსენიებენ წყევლა-კრულვით მათ. აქვთ ნორმალური ურთიერთობა დასავლეთის საზოგადოების წარმომადგენლებთან. ამის გამო რუსული იმპერიული სასულიერო ელიტა, მათ ეკუმენისტებად და მასონების წარმომადგენლებად უხატავენ თავიანთ საქმეში ჩაუხედავ მრევლს. ამიტომაც ცდილობს რუსული სასულიერო ელიტა კომპრომატების შეთითხვნას იერუსალიმის პატრიარქზე თეოფილე მესამეზე და ამით ცდილობენ, პირველ რიგში ადგილობრივი არაბი ქრისტიანები აუმხედრონ მას. იერუსალიმის ყოფილი პატრიარქის ირინეოსის აღდგენა პატრიარქად რუსი იმპერიალისტების სანუკვარი ოცნებაა.

ამდენი წინააღმდეგობის წინაშე მდგომი იერუსალიმის პატრიარქი, ჯერ ვერ ახერხებს ოფიციალურად განუცხადოს მრევლს იერუსალიმის ღთაებრივი ცეცხლის, ღვთაებრივობისა თუ ტრადიციული რიტუალურობის შესახებ. აქ მთავარ როლს ადგილობრივი არაბი ქრისტიანები ასრულებენ. რომელნიც კატეგორიული წინააღმდეგნი არიან ამის განცხადებისა. რადგანაც აღდგომის დღეებში მთელი მსოფლიოდან ჩასული მომლოცველებისა და მათ მიერ გაწეულ ფინანსური დანახარჯების ხარჯზე დიდი შემოსავალი შემოდის, როგორც ადგილობრივი ადმინისტრაციის ბიუჯეტისთვის, ისე ადგილობრივი არაბი მოსახლეობის ოჯახებში. ადგილობრივ არაბ მოსახლეობას დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია იერუსალიმის საპატრიარქოში არსებულ მდგომარეობაზე. ეს შეიძლება გამოიხატოს, როგორც მღვდელმთავრებისთვის ქუჩების გადაკეტვაში, ისე მათი არ შეშვებისა ტაძრებში. იერუსალიმის ყოფილი ულტრა-ორთოდოქსი და რუსეთის მოკავშირე, რადიკალურად ანტიდასავლელი, ულტრა-ფუნდამენტალისტი პატრიარქი ირინეოსი, ადგილობრვი არაბების მიერ არაერთხელ დადანაშაულებული იყო, საპატრიარქოს კუთვნილი იერუსალიმის საკმაოდ ძვირადღირებული მიწების ებრაელი ბიზნესმენებისათვის მიყიდვაზე. ამიტომაც დიდი ხანი ითხოვდნენ მის გადადგომას. ქუჩებიც გადაუკეტეს და ტაძრებშიც არ უშვებდნენ, ღვთისმსახურების ჩასატარებლად. საბოლოოდ იერუსალიმის საპატრიარქომ ბართლომეოსის სრული მხარდაჭერით გადააყენა ირინეოსი პატრიარქობიდან და კელიაში გამოკეტა. ამ ფაქტმა პუტინის ერთგული მოკავშირე რუსული სასულიერო ელიტა ძალზედ გააღიზიანა.

იერუსალიმის ღვთაებრივ ცეცხლთან დაკავშირებით რელიგიურად განსწავლულმა რუსმა თეოლოგმა ანდრეი კურაევმა, რომელიც ადრე რამოდენიმე წლის წინათ ამტკიცებდა ტელევიზიით რომ ცეცხლი ღმერთის მოვლენილიაო. რამდენიმე წლის წინ გამოვიდა და განაცხადა თეოფილე მესამემ უკვე ფაქტიურად აღიარაო, რუსს მართლმადიდებლებთან წინასააღდგომო შეხვედრაზეო, რომ ეს ცეცხლი რიტუალია და სიტყვა სასწაული არ უხსენებიაო. ანდრეი კურაევი დღეს დაპირისპირებულია რუსეთის საპატრიარქოსთან. ამიტომაც არ ერიდება სააშკარაოზე გამოიტანოს ეკლესიებში არსებული რეალური სიტუაციები. ამის შემდეგ ანდრეი კურაევმა საქვეყნოდ პირადად განაცხადა იერუსალიმის ცეცხლს ჩაუქრობელი წინასწარ შეტანილი პირველი კანდელიდან უკიდებს პატრიარქი მეორე რიტუალის დროს სახალხოდ შეტანილ კანდელზე კუვუკლიაშიო, სადაც პატრიარქი უკვე მარტო იმყოფება. მოკლედ რომ აგიხსნათ, ეს რას ნიშნავს, როგორც თვითონ ამბობენ, შარშანდელ ცეცხლს ინახავენ მთელი წელი კანდელში ანუ კანდელში მთელი წელი უნთიათ ცეცხლი და მერე ეს ცეცხლი მომავალ აღდგომაზე პირველი კანდელით წინასწარ შეაქვთ კუვუკლიაში და ეს დაფარულიც არ არის იქაური სასულიერო და მომსახურე პერსონალისთვის, მათ ყველაფერი იციან. ამასთან დაკავშირებით ქვემოთ გავეცნოთ რამოდენიმე ვიდეო მასალას. აი შესაბაბოსი ვიდეო მასალა. ჯერ ნახეთ ცეცხლი რომელიც არ წვავს, ეს ქიმიური ნივთიერებით ფარავენ ამ სანთლებს, რომელიც იყიდება აღდგომის დღესასწაულის დროს იერუსალიმში და ძალიან ცოტა ხანი თითქოს ეს ცეცხლი ვითომ არ წვავს, სინამდვილეში ოდნავ დიდი ხანი რომ გააჩეროთ აუცილებლად დაგწვავს.

აი ცეცხლი რომელიც აგრეთვე არ წვავს:

http://www.youtube.com/watch?v=JKug2AVWCSM

ეს კიდევ საბერძნეთის ტელევიზიაში გასული გადაცემა, სადაც ფოსფორში ამოვლებული სანთლის თავები ცოტა ხანში თავის თავად ინთება და ვითომ შედარებით ცოტა გვიან წვავს.

https://www.youtube.com/watch?v=X7ZYS3zGqvQ

შემოგთავაზებთ ბერძენი მიტროპოლიტის კორნელიუსის აღიარებას, რომელმაც 2001 წელს, ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი ჩაატარა. იერუსალიმის გარდაცვლილი პატრიარქის შემდგომ, ახალი პატრიარქის ირინეოსის არჩევამდე, 2000 წ. 20 დეკემბრიდან – 2001წ. 13 აგვისტომდე, კორნელიუსი იერუსალიმის პატრიარქის მოვალეობას ასრულებდა. მან პირადად ჩაატარა აღდგომის დღესასწაულზე ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი კუვუკლიაში. იმავე წელსვე მან ტელეგადაცემაში პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ცეცხლს მეორე ჩაუქრობელი ლამპარიდან ვანთებთ რიტუალის დროს შეტანილ ლამპარზეო.

2001 წელს, გადაცემაში GКРIZES ZONES ბერძნულ არხზე MEGA იერუსალიმის მიტროპოლიტმა კორნილიუსმა, რომელმაც ცეცხლი 2001 წელს მიიღო, განაცხადა:

“პატრიარქის ლოცვებს აქვს ძალა წმინდად აქციონ ბუნებრივი ცეცხლი, ამიტომ არსებობს ზებუნებრივი ცეცხლი. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვეულებრივ ცეცხლზე, მაგრამ ლოცვები მას წმინდა ცეცხლად აქცევს და შესაბამისად გვაქვს წმინდა ცეცხლი. ეს ბუნებრივი ცეცხლია, რომელსაც მეორე ჩაუქრობელი ლამპარიდან ვანთებთ!”.

თუმცა დღემდე ბევრ ქრისტიანს ჰგონია, რომ ცეცხლს ღმერთი უგზავნის ციდან, ამ რიტუალს უზარმაზარი შემოსავალი მოაქვს როგორც ისრაელის, ისე პალესტინის მოსახლეობისთვის, ასევე ეკლესიებისთის და მისი გამოაშკარავება არავის სურს.

ეს კიდევ რუსი თეოლოგების, მათ შორის ანდრეი კურაევის აღიარება, რომ ცეცხლს სხვა ჩაუქრობელი ლამპარიდან უკიდებენ და ეს არ არის ღვთაებრივი სასწაული.

http://www.youtube.com/watch?v=Du-8QXjyBAI

ქვემოთ ვიდეოში ერთ-ერთ ტელეგადაცემაში გამოსვლისას იერუსალიმში მოღვაწე, მთავარანგელოზის სომხური ეკლესიის, არქიმანდრიტი წინამძღვარი, რომელიც პირადად მონაწილეობდა ამ რიტუალში, სომხური ეკლესიის მხრიდან, პირდაპირ აცხადებს, რომ რიტუალის დაწყებისას მაცხოვრის საფლავის ეკლესიის არქიმანდრიტ ბერძენ წინამძღვარს ყველას დასანახად შემოაქვსო თავდახურული ლამპარიო. ეს ლამპარი მას შეაქვს კუვუკლიაში და იქ დგამს, სადაც უკვე დევსო მეორე ლამპარი. სხვათაშორის ამ მეორე ლამპარს რომელიც სამალავში დევს და წინასწარ არის შეტანილი კუვუკლიაში, ჩაუქრობელ ლამპარს ეძახიან, რომელშიც ცეცხლი უკვე ანთია. ამის შემდგომ როცა კუვუკლიაში მეორე ლამპარი უკვე შეტანილია და კარებს კვლავ დახურავენ, იერუსალიმის პატრიარქის ხელმძღვანელობით იწყება საყოველთაო ლოცვა. როცა ლოცვას მორჩებიან იერუსალიმის პატრიარქი შედის კუვუკლიაში და უკვე იქ აღავლენს ლოცვას. ცოტა ხნის შემდეგ მას იქიდან გამოაქვს უკვე ანთაბული ლამპარი. აი ამ ტელეგადაცემის შესაბამისი ვიდეო:

http://www.youtube.com/watch?v=QNz1pJVO3Pw

ქვემოთ შემოთავაზებულ ვიდეოში ნახავთ, როგორი დაძაბული მდგომარეობაა იერუსალიმის მაცხოვრის საფლავის ტაძრის გარშემო. სადაც ძალიან ხშირია ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება სასულიერო პირთა შორის. ასეთი ემოციური და ეგზალტირებული, ტაძარში მომსახურე გარემოცვის ფონზე და ამ დაძაბულობის ფონზე, იერუსალიმის პატრიარქს თეოფილე მესამეს, არავინ მისცემს უფლებას, ოფიციალურად ხმამაღლა განაცხადოს სრული სიმართლე. იხილეთ ერთ-ერთი ვიდეო:

https://www.youtube.com/watch?v=gHdOiEkmACw

აქ კი მოვიყვან რუსი მაღალი მდგომარეობის სასულიერო პირების აღიარებას იმის შესახებ, რომ ცეცხლს უშუალოდ უკიდებენ მეორე ლამპარიდან. ეს სასულიერო პირები თავად ესწრებოდნენ ამ რიტუალს მეცხრამეტე საუკუნეში. მოკლედ ვინც რუსული არ იცის აქ შემდეგი წერია, რომ ეპისკოპოსი პორფირი მოგვიანებით თავის ჩანაწერში აღიარებს, რომ 1834 წელს იბრაგიმ ფაშამ გაიგო სიმართლეო, მაგრამ იერუსალიმის პატრიარქის და რუსეთის იმპერატორის თხოვნით არ გამოაშკარავა ეს ყველაფერიო. იერუსალიმის პატრიარქმა და სხვა მაღალი მდგომარეობის სასულიერო პირებმა იბრაგიმ ფაშასთან აღიარეს რომ ცეცხლს თვითონ უკიდებს იერუსალიმის პატრიარქი.

” В 1834 году драка в храме переросла в жестокое побоище, в которое пришлось вмешиваться турецкой армии. Погибло около 300 паломников (*_*). Английский путешественник оставил воспоминания о разговоре с местным начальником Ибрагим Пашой где описана решимость правителя публично обличить этот обман, но и его боязнь по поводу того, что данное действие может быть воспринято как притеснение христиан на святой земле (*_*)
О действиях предпринятых Ибрагимом Пашой по прошествии 15 лет мы узнаём из дневников видного учёного и деятеля православной церкви, основателя Русской Православной миссии в Иерусалиме епископа Порфирия (Успенского). Порфирий вёл дневник, куда заносил свои впечатления от событий исторического масштаба, размышления на отвлечённые темы, описания памятников и разные мелочи. Изданы они были в 8 томах Императорской академией наук на иждивение Императорского Православного Палестинского Общества под редакцией П. А. Сырку после смерти Успенского, третий том вышел в свет в 1896 году. Вот точная цитата:
«В тот год, когда знаменитый господин Сирии и Палестины Ибрагим, паша египетский, находился в Иерусалиме, оказалось, что огонь, получаемый с Гроба Господня в великую субботу есть огонь не благодатный, а зажигаемый, как зажигается огонь всякий. Этому паше вздумалось удостовериться, действительно ли внезапно и чудесно является огонь на крышке Гроба Христова или зажигается серною спичкою. Что же он сделал? Объявил наместникам патриарха, что ему угодно сидеть в самой кувуклии во время получения огня и зорко смотреть, как он является, и присовокупил, что в случае правды будут даны им 5000 пунгов (2500000 пиастров), а в случае лжи, пусть они отдадут ему все деньги, собранные с обманываемых поклонников, и что он напечатает во всех газетах Европы о мерзком подлоге. Наместники петроаравийский Мисаил, и назаретский митрополит Даниил, и филадельфийский епископ Дионисий (нынешний вифлеемский) сошлись посоветоваться, что делать. В минуты совещаний Мисаил признался, что он в кувуклии зажигает огонь от лампады, сокрытой за движущейся мраморной иконою Воскресения Христова, что у самого Гроба Господня. После этого признания решено было смиренно просить Ибрагима, чтобы он не вмешивался в религиозные дела и послан был к нему драгоман Святогробской обители, который и поставил ему на вид, что для его светлости нет никакой пользы открывать тайны христианского богослужения и что русский император Николай будет весьма недоволен обнаружением сих тайн. Ибрагим паша, выслушав это, махнул рукою и замолчал. Но с этой поры святогробское духовенство уже не верит в чудесное явление огня. Рассказавши всё это, митрополит домолвил, что от одного Бога ожидается прекращение (нашей) благочестивой лжи. Как он ведает и может, так и успокоит народы, верующие теперь в огненное чудо великой субботы. А нам и начать нельзя сего переворота в умах, нас растерзают у самой часовни Св. Гроба. Мы, – продолжал он, – уведомили патриарха Афанасия, жившего тогда в Царьграде, о домогательстве Ибрагима паши, но в своём послании к нему написали вместо “святый свет”, – “освящённый огонь”. Удивлённый этой переменою, блаженнейший старец спросил нас: “почему вы иначе стали называть святый огонь?”. Мы открыли ему сущую правду, но прибавили, что огонь, зажигаемый на Гробе Господнем от скрытой лампады всё-таки есть огонь священный, получаемый с места священного» (*_*).
В этой записи важно обратить внимание на следующие моменты:
1. Признание было сделано в тесном кругу высших иерархов православной церкви.
2. Рассказал Успенскому происшедшее непосредственный участник событий. Очевидец признания в подлоге.
3. Ибрагиму пригрозили обострением отношений с Россией. Замечу, Крымская война показала, как опасно властям вмешиваться в религиозную жизнь Православной церкви на Святой земле.
4. «Но с этой поры святогробское духовенство уже не верит в чудесное явление огня». А значит, результатом признания стала потеря веры в чудо святогробского духовенства. Чему уже был свидетель сам епископ Порфирий.
Через 500 лет ничего не изменилось. Всё та же лампада за иконой.
Спустя несколько десятилетия сомнение распространилось и за пределы палестины, о чём пишет известный учёный – востоковед И. Ю. Крачковский в 1914 году:
«У лучших представителей богословской мысли и на востоке заметно то толкование чуда, которое позволяет проф. А. Олесницкому и А. Дмитриевскому говорить о “торжестве освящения огня при Гробе Господне”» (*_*).

Наиболее полно православная критика БО была раскрыта выдающимся деятелем православной церкви, профессором Ленинградской Духовной академии НД Успенским (ученик Дмитриевского АА) и доложена на церковном собрании в актовой речи 9 октября 1949 г. Разобрав древние свидетельства, Успенский приходит к следующему заключению:
«Ваше Высокопреосвященство, Ваше Преосвященство, глубокоуважаемые коллеги и дорогие гости! (…) Мы же можем согласиться с объяснением митрополита Вифлеемского Дионисия, “что огонь, зажигаемый на Гробе Господнем от скрытой лампады, всё-таки есть огонь священный, получаемый с места священного”, и к этим словам наместника Иерусалимского патриарха добавить от себя, что для нас этот огонь есть, был и будет священным ещё и потому, что в нём сохраняется древнехристианская и вселенская традиция» (*). “

 

ავტორი: თორნიკე ფხალაძე

Facebook Comments

Share.

2 კომენტარი

Leave A Reply

Social Media Auto Publish Powered By : XYZScripts.com