მე-11 საუკუნიდან მე-16 საუკუნემდე მომხდარი ომების სია

Google+ Pinterest LinkedIn Tumblr +

1008 წ. – უნგრეთ-აჰტუმის ომი. უნგრეთის სამეფომ დაამარცხა აჰტუმი და მისი მოკავშირეები.
1010 – 1011 წწ. – მეორე კონფლიკტი გორიეო-ხიტანის ომში. ლიაოს დინასტიამ დაამარცხა გორიეო.
1014 წ. – კლონტარფის ბრძოლა. მიუნსტერმა დაამარცხა ლეინსტერი და დუბლინი.
1015 – 1016 წწ. – კნუტ დიდის ლაშქრობა ინგლისში. დანიამ და პოლონეთმა დაამარცხეს ინგლისი.
1018 წ. – ბოლსლოუ პირველის ჩარევა კიევის რუსეთის მემკვიდრეობისთვის კრიზისულ ბრძოლაში. კიევის რუსეთმა მოკავშირე პოლონეთთან და უნგრეთთან ერთად დაამარცხა კიევის რუსეთის მეორე ნაწილი, რომელიც იაროსლავ პირველს მოკავშირეობდა.
1018 – 1019 წწ. – მესამე კონფლიკტი გორიეო-ხითანის ომში. გორიეომ დაამარცხა ლიაოს დინასტია.
1019 წ. – ტოის ლაშქრობა. გორიეომ და კიუშუმ დაამარცხეს ტოის მეკობრეები.
1019 – 1024 წწ. – ჩოლას ლაშქრობა ჩრდილო ინდოეთში. ჩოლას იმპერიამ დაამარცხა აღმოსავლეთ ჩალუკიასი, პალას იმპერია, ოდდა და კალინგა.
1025 წ. – ჩოლას ლაშქრობა სრივიჯაიაში. ჩოლას იმპერიამ დაამარცხა სრივიჯაია.
1030 წ. – სტიკლესტადის ბრძოლა. გლეხების არმიამ დაამარცხა ნორვეგიის სამეფო.
1035 – 1042 წწ. – სტეფან ვოჯისლავის აღზევება. დუკლიამ დაამარცხა ბიზანტიის იმპერია.
1040 – 1041 წწ. – პეტრე დელიანის აღზევება. ბიზანტიის იმპერიამ დაამარცხა ბულგარელი აჯანყებულები.
1043 წ. – რუსულ-ბიზანტიური ომი. ბიზანტიის იმპერიამ დაამარცხა კიევის რუსეთი.
1046 წ. – ვატას წართმართების აჯანყება. უნგრელმა წარმართებმა დაამარცხეს პეტრე ორსეოლო.
1051 – 1063 წწ. – ყოფილი ცხრაწლიანი ომი. იაპონიამ დაამარცხა აბეს კლანი.
1065 – 1067 წწ. – სამი სანჩოს ომი. კასტილიის სამეფომ დაამარცხა ნავარეს და არაგონის სამეფოები.
1066 წ. – სტემფორდ ბრიჯის ბრძოლა. ინგლისის სამეფომ დაამარცხა ნორვეგია.
1066 – 1088 წწ. – ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობა. ნორმანდიამ დაამარცხა ინგლისის სამეფო.
1066 – 1165 წწ. – ნორმანების ლაშქრობა უელსში. ნორმანდიამ დაამარცხა უელსური სამეფოები.
1068 – 1069 წწ. – კიევის აჯანყება. კიევის რუსეთმა დაამარცხა ვეჩე.
1072 – 1073 წწ. – გიორგი ვოიტეჰის აჯანყება. ბიზანტიის იმპერიამ დაამარცხა ბულგარელი აჯანყებულები.
1073 – 1075 წწ. – საქსონების აჯანყება. წმინდა რომის იმპერიამ დაამარცხა საქსონიის საჰერცოგო.
1074 – 1203 წწ. – ქართულ-სელჯუკური ომები. საქართველოს სამეფომ (1089 – 1125) და შემდეგ საქართველოს იმპერიამ (1184 – 1213) დაამარცხა დიდი სელჯუკური იმპერია, აზერბაიჯანის ათაბაგები და რუმის სასულთნო.
1075 წ. – იარლების აჯანყება. ნორმანდიამ დაამარცხა ინგლისელი აჯანყებულები.
1075 – 1082 წწ. – ვარენდრას აჯანყება. ვარენდრამ დაამარცხა პალას იმპერია.
1077 – 1088 წწ. – დიდი საქსონური აჯანყება. წმინდა რომის იმპერიამ დაამარცხა საქსონი დიდებულები.
1083 – 1089 წწ. – გოსანენის ომი. კიოჰარას კლანმა დაამარცხა მუცუს პროვინცია.
1088 წ. – 1088 წლის აჯანყება.
1096 – 1099 წწ. – პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა. წმინდა რომის იმპერიამ, საფრანგეთის სამეფომ, ინგლისის სამეფომ, აპულას საჰერცოგომ, ბიზანტიის იმპერიამ და კილიკიის არმენიის სამეფომ დაამარცხეს დიდი სელჯუკთა იმპერია, დანიშმენდები, ფატიმიდების ხალიფატი, ალმორავიდების დინასტია და აბასიდების ხალიფატი.
1097 წ. – ჩოლას შეჭრა კალინგაში. ჩოლას იმპერიამ დაამარცხა კალინგა.
1101 წლის ზაფხული – 1101 წლის ჯვაროსნული ომი. დიდმა სელჯუკურმა იმპერიამ, დანიშმენდებმა და ფატიმიდების ხალიფატმა დაამარცხა საფრანგეთის ინგლისისის სამეფოები, აპულას საჰერცოგო, ბიზანტიის იმპერია და არმენიის კილიკიური სამეფო.
1101 წ. – რამლას ბრძოლა (ჯვაროსნული ომების ნაწილი). იერუსალიმის სამეფომ დაამარცხა ეგვიპტის ფატიმიდები.
1102 წ. – რამლას მეორე ბრძოლა. ფატიმიდების ეგვიპტემ დაამარცხა იერუსალიმის სამეფო.
1110 წ. – ჩოლას შეჭრა კალინგაში. ჩოლას იმპერიამ დაამარცხა კალინგა.
1113 – 1115 წწ. – ბალეარიკის კუნძულების ექსპედიცია (ჯვაროსნული ომების ნაწილი). პიზას რესპუბლიკამ, კატალანურმა სამეფოებმა, პროვანსის საგრაფომ, ტორესის გიუდიკატომ და პაპალის სახელმწიფოებმა დაამარცხეს მაიორკას ტაიფა და ალმორავიდები.
1122 – 1124 წწ. – ვენეციური ჯვაროსნული ომი. (ჯვაროსნული ომების ნაწილი). ვენეციის რესპუბლიკამ, იერუსალიმის სამეფომ და ტრიპოლის საგრაფომ დაამარცხა ფატიმიდების ხალიფატი და სელჯუკები.
1125 – 1208 წწ. – იურხენის საბრძოლო კამპანია სონგის დინასტიის წინააღმდეგ. ჯინის დინასტიამ დაამარცხა სონგის დინასტია.
1127 – 1129 წწ. – ბიზანტიურ-უნგრული ომი. ბიზანტიის იმპერიამ დაამარცხა უნგრეთის სამეფო და სერბეთის დიდი სამთავრო.
1130 – 1240 წწ. – სამოქალაქო ომის პერიოდი ნორვეგიაში. ტახტის პრეტენდენტებმა დაამარცხეს არისტოკრატები.
1135 – 1154 წწ. – ანარქია. სტივენ ბლოელმა დაამარცხა იმპერატრიცა მატილდა და ჰენრი პლანტაგენეტი.
1144 – 1162 წწ. – ბაუსენქიუს ომები. ბარსელონას სამეფო სახლმა დაამარცხა ბაუქსის სახლი.
1145 – 1149 წწ. – მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა. რუმის სასულთნომ, ალმორავიდების დინასტიამ, ზენგიდის დინასტიამ, აბასიდების ხალიფატმა და ფატიმიდების ხალიფატმა დაამარცხა იერუსალიმის სამეფო, საფრანგეთის სამეფო, წმინდა რომის იმპერია, პორტუგალიის სამეფო, კასტილიის სამეფო, ბარსელონას საგრაფო, ლეონის სამეფო, ბიზანტიის იმპერია, სიცილიის სამეფო და ინგლისის სამეფო.
1147 – 1242 წწ. – ჩრდილოეთის ჯვაროსნული ლაშქრობები. დანიამ, შვედეთმა, ხმლით შეფიცულებმა და ტევტონურმა ორდენმა დაამარცხეს ესტონელები, ესელიელები, სემიგალიელები, კურონიელები, ლატგალიელები, სელონიელები, ლივონიელები, პრუსიელები და პოლაბიელი სლავები.
1156 წ. – ჰიოგენის აჯანყება. იმპერატორმა გო-შირაკავამ დაამარცხა იმპერატორი სუტოკუ.
1160 წ. – ჰეიჯის აჯანყება. ტაირას კლანმა დაამარცხა მინამოტოს კლანი.
1169 – 1175 წწ. – ნორმანების ლაშქრობა ირლანდიაში. ნორმანდიამ დაამარცხა ულსტერი, მაიდი, ლეინსტერი, მიუნსტერი და კონაქტი.
1169 – 1177 წწ. – პანდიანის სამოქალაქო ომი. პარაკრამა პანდიან მეორეს მხარდამჭერებმა და პოლონარუვას სამეფომ დაამარცხა კულასეხარას მომხრეები და ჩოლას დინასტია.
1171 – 1172 წწ. – ბიზანტიურ-ვენეციური ომი. ბიზანტიამ დაამარცხა ვენეცია.
1173 – 1174 წწ. – აჯანყება ინგლისში. ინგლისელმა როიალისტებმა დაამარცხეს ინგლისელი აჯანყებულები საფრანგეთის სამეფო, შოტლანდიის სამეფო, ფლანდერსის საგრაფო, ბოლონიის საგრაფო და ბრიტანიის საჰერცოგო.
1177 წ. – მონტგისარდის ბრძოლა (ჯვაროსნული ომების ნაწილი). იერუსალიმის სამეფომ დაამარცხა აიუბიდების დინასტია.
1179 წ. – მარჯ აიუნის ბრძოლა. აიუბიდების დინასტიამ დაამარცხა იერუსალიმის სამეფო და ტაძრელი რაინდები.
1179 წ. – იაკობს ფორდის ბრძოლა (ჯვაროსნული ომების ნაწილი). აიუბიდების დინასტიამ დაამარცხა იერუსალიმის სამეფო.
1180 – 1185 წწ. – გენპეის ომი. მინამოტოს კლანმა დაამარცხა ტაირას კლანი.
1182 წ. – ბელვუარის ციხე-სიმაგრის ომი. (ჯვაროსნული ომების ნაწილი). იერუსალიმის სამეფომ დაამარცხა აიუბიდების დინასტია.
1183 წ. – ალ ფულეს ბრძოლა. (ჯვაროსნული ომების ნაწილი). იერუსალიმის სამეფომ დაამარცხა აიუბიდების დინასტია.
1185 – 1204 წწ. – ასენის და პეტერის აჯანყება. ბულგარეთის იმპერიამ დაამარცხა
1187 წ. – კრესონის ბრძოლა. (ჯვაროსნული ომების ნაწილი). აიუბიდების დინასტიამ დაამარცხა იერუსალიმის სამეფო.
1187 წ. – ჰატინის ბრძოლა (ჯვაროსნული ომების ნაწილი). აიუბიდების დინასტიამ დაამარცხა იერუსალიმის სამეფო, ტრიპოლის საგრაფო და ანტიოქიის სამთავრო.
1189 – 1192 წწ. – მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა. იერუსალიმის სამეფომ, ინგლისის სამეფომ, საფრანგეთის სამეფომ, წმინდა რომის იმპერია, ტაძრელმა რაინდებმა და სიცილიის სამეფომ დაამარცხეს აიუბიდების დინასტია, ზენგიდების დინასტია და ბიზანტიის იმპერია.
1191 წ. – კვიპროსის დაპყრობა. ინგლისის სამეფომ დაამარცხა კვიპროსის მმართველი ისააკ კომნენოსი.
1197 – 1198 წწ. – ჯვაროსნული ლაშქრობა 1197 წლისა. წმინდა რომის იმპერიამ დაამარცხა აიუბიდების დინასტია.
1198 – 1290 წწ. – ლივონიური ჯვაროსნული ომი. ხმლით შეფიცულებმა, ლივონიურმა ორდენმა, დანიის სამეფომ და შვედეთის სამეფომ დაამარცხა ფინი-უგარიკული ხალხები: ლივონიელები, ესტონელები და ესელიელები, ასევე ბალტიური ხალხები: ლატგენიელები, სელონიელები, კურონიელები და სემიგალიელები.
1201 – 1219 წწ. – ომი ანტიოქენეს მემკვიდრეობისთვის. ანტიოქიის მეფემ ბოჰემონდ მეოთხემ, თაძრელმა რაინდებმა, ალეპოს აიუბიდების ემირატმა, იერუსალიმის სამეფომ და რუმის სასულნთნომ დაამარცხეს რეიმონდ რუპენ ანტიოქიელი, კილიკიის სამეფო და ჰოსპიტალიერი რაინდები.
1202 – 1204 წწ. – მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა. წმინდა რომის იმპერიამ, ვენეციის რესპუბლკამ და მონფერატიმ დაამარცხეს ბიზანტიის იმპერია.
1202 – 1204 წწ. – ანგლო-ნორმანული ომი. საფრანგეთის სამეფომ, ბრიტანეთის საჰერცოგომ და ლუსინიანების სახლმა დაამარცხეს ინგლისის სამეფო.
1202 – 1214 წწ. – ანგლო-ფრანგული ომი. საფრანგეთის სამეფომ სძლია ინგლისს.
1203 – 1206 წწ. – ლუნის ომი. ჰოლანდიამ, ინგლისმა და ველფების სახლმა დაამარცხეს ლუნი, საფრანგეთი, სტაუფენი, ფლანდერსი, ლიმბურგი, ბრაბანტი, უტრეხტი და ლიგი.
1204 – 1261 წწ. – ბულგარულ-ლათინური ომები. ბულგარეთის იმპერიამ დაამარცხა ლათინთა იმპერია.
1206 – 1337 წწ. – მონღოლთა დიდი ლაშქრობები და დაპყრობები. მონღოლეთის იმპერიამ დაამარცხა დასავლეთ ქსია, ჯინის დინასტია, მანჯურია, დალის სამეფო, ხვარაზმის იმპერია, ყარა-ხითანის სახანო, სონგის დინასტია, კიევის რუსეთი, ვოლგის ბულგარეთი, ბიზანტიის იმპერია, პოლონეთის სამეფო, უნგრეთის სამეფო, ხორვატიის სამეფო, სერბეთის სამეფო, ბულგარეთის იმპერია, რუმის სასულთნო, ტრაპიზონის იმპერია, ჯვაროსანთა სახელმწიფოები, დაი ვიეტი, სუხოტაის სამეფო, მამლუქთა სასულთნო, აბასიდების სახალიფო, გორიეო, იაპონია, წარმართთა სამეფო, ჩამ პა და სინღასარი.
1209 – 1229 წწ. – ალბიგენსიანის ჯვაროსნული ლაშქრობა. საფრანგეთის სამეფომ დაამარცხა ტულუზელები და არაგონის სამეფო.
1211 წ. – უელსური აჯანყება. ინგლისის სამეფომ დაამარცხა ლიველინ დიდი.
1213 – 1221 წწ. – მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა. აიუბიდების დინასტიამ დაამარცხა კონსტანტინეპოლის ლათინთა იმპერია, გვიპროსის სამეფო, რუმის სასულთნო, წმინდა რომის იმპერია, ავსტრიის დიდი საჰერცოგო, ტაძრელი რაინდები, ტევტონი რაინდები, ჰოსპიტალიერი რაინდები, უნგრეთის სამეფო, ჰოლანდიის საგრაფო, საფრანგეთის სამეფო და პაპალის სახელმწიფოები.
1214 წ. – ბოუვინის ბრძოლა. საფრანგეთის სამეფომ დაამარცხა ველფები, ფლანდერები, ინგლისელები და ბოლონიელები.
1215 – 1217 წწ. – ბარონების პირველი ომი. ინგლისის სამეფომ დაამარცხა აჯანყებული ბარონები და საფრანგეთის სამეფო.
1216 – 1218 წწ. – მონღოლთა მიერ ყარა-ხითაის დაპყრობა.
1216 – 1222 წწ. – ომი შამპანიის მემკვიდრეობისთვის. შამპანიის საგრაფომ, საფრანგეთის სამეფომ, წმინდა რომის იმპერიამ, ბურგუნდიის საჰერცოგომ, ბარის საგრაფომ და პაპალის სახელმწიფოებმა დაამარცხეს ადგილობრივი ბარონების უმეტესობა აღმოსავლეთ და სამხრეთ შამპანიაში. გაერთიანებულნი ერარდ ბრიენას ქვეშ, რომელიც დაქორწინდა თეობალდ მეოთხის ბიძაშვილზე ფილიპაზე მემკვიდრეობისთვის, და ასევე დაამარცხა ლორეინის საჰერცოგო.

1228 – 1229 წწ. – მეექვსე ჯვაროსნული ლაშქრობა. წმინდა რომის იმპერიამ და ტევტონის რაინდებმა დაამარცხეს კვიპროსის სამეფო, იბელინის სახლი და აიუბიდების დინასტია.
1228 – 1243 წწ. – ლომბარდიის ომი. კვიპროსის სამეფომ, იერუსალიმის სამეფოს ანტი-იმპერიულად განწყობილმა ფრაქციამ, გენოას რესპუბლიკამ, პაპაკიმ და ტაძრელმა რაინდებმა დაამარცხეს წმინდა რომის იმპერია, პრო-იმპერიულად განწყობილი ფრაქცია იერუსალიმის სამეფოსი, ანტიოქიის სამთავრო, ტრიპოლის საგრაფო, პიზას რესპუბლიკა, ჰოსპიტალიერი რაინდები და ტევტონი რაინდები.
1230 – 1233 წწ. – დერბახერ ფეოდა. ჰესეს ლანდრავიატმა დაამარცხა ნასაუს სახლი.
1235 – 1242 წწ. – ბოსნიური ჯვაროსნული ომი. უნგრეთის სამეფომ დაამარცხა ბოსნიის ბანატი.
1239 – 1245 წწ. – ტელტოვის ომი.
1240 – 1242 წწ. – ლივონიური კამპანია რუსეთის წინააღმდეგ (ჩრდილოური ჯვაროსნული ომების ნაწილი). ნოვგოროდის რესპუბლიკამ და ვლადიმირ სუზდალმა დაამარცხა ლივონიური ორდენი.
1242 წ. – საინტონგის ომი. საფრანგეთის სამეფომ დაამარცხა ინგლისის სამეფო.
1242 – 1249 წწ. – პირველი პრუსიული აჯანყება.
1244 – 1254 წწ. – ომი ფლემიშის მემკვიდრეობისთვის.
1247 – 1264 წწ. – ომი თურინგიული მემკვიდრეობისთვის. სოფია თურინგიელმა დაამარცხა ჰენრი მესამე და მარგრეივ მეისენელი.
1248 – 1250 წწ. – გენუის მიერ როდოსის ოკუპაცია. ნიკეის იმპერიამ დაამარცხა გენოის რესპუბლიკა და აქეას სამთავრო.
1248 – 1254 წწ. – მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობა. აიუბიდების დინასტიამ და ბაჰრისმა დაამარცხა საფრანგეთის სამეფო და ტაძრელი რაინდები.
1251 წ. – მწყემსების ჯვაროსნული ლაშქრობა. საფრანგეთის სამეფომ დაამარცხა გლეხების არმია.
1256 – 1258 წწ. – ომი ეუბეოტეს მემკვიდრეობისთვის. აქეას სათავადომ და გენოას რესპუბლიკამ დაამარცხა ვენეციის რესპუბლიკა, ათენის და თებეს მთავრობა, ნეგროპონტის ტრიარქები, სალონას მთავრობა და ბოდონიცას მარკიზატი.
1256 – 1270 წწ. – წმინდა საბასის ომი. ვენეციის რესპუბლიკამ, ჯაფას საგრაგომ და ტაძრელმა რაინდებმა დაამარცხეს გენოას რესპუბლიკა, ფილიპ მონფორტელი, ჯონ არსუფელი და ჰოსპიტალიერი რაინდები.
1257 – 1259 წწ. – არბანონის აჯანყება. ნიკეის იმპერიამ დაამარცხა არბანონის სამთავრო.
1260 – 1264 წწ. – ტოლუიდის სამოქალაქო ომი. ყუბილაი ხანმა დაამარცხა ალიქ ბიოკი.
1260 – 1274 წწ. – დიდი პრუსიული აჯანყება.
1260 – 1323 წწ. – მონღოლების ლაშქრობები ლევანტში. საქართველოს სამეფომ, ინგლისის სამეფომ, ტაძრელმა რაინდებმა, ილხანატმა, კილიკიის სომხურმა სამეფომ, ანტიოქიის სამთავრომ, ტრიპოლის საგრაფომ და მონღოლეთის იმპერიის ორქოს ურდომ (1259 – 1264) დაამარცხეს მამლუქთა სასულთნო, აიუბიდები, ოქროს ურდო (1264 წლის შემდეგ), აჯანყებული ყარამანიდები და აბასიდების ხალიფატი.
1262 წ. – ბერკე-ჰულაგუს ომი. ოქროს ურდომ დაამარცხა ილხანატი.
1262 – 1266 წწ. – შოტლანდიურ-ნორვეგიული ომი. შოტლანდიის სამეფომ დაამარცხა ნორვეგიის სამეფო.
1264 – 1267 წწ. – ბარონთა მეორე ომი. პრო-მონარქიულმა ზალებმა დაამარცხეს ანტი-მონარქიული ბარონები.
1266 წ. – ბენევენტოს ბრძოლა. გუელპებმა დაამარცხეს ღიბელინები.
1268 წ. – მაჩვას ომი. უნგრეთის სამეფომ დაამარცხა სერბეთის სამეფო.
1268 – 1301 წწ. – კაიდუ-ყუბილაის ომი. ჩაღატაის ხანატმა და ოქროს ურდომ დაამარცხეს იუანის დინასტია და ილხანატი.
1270 წ. – მერვე ჯვაროსნული ლაშქრობა. ჰაფსიდებმა დაამარცხეს საფრანგეთის სამეფო.
1270 – 1273 წწ. – სამბიეოლხოს აჯანყება. გორიეომ და იუანის დინასტიამ დაამარცხეს სამბიეოლხოს არმია.
1271 – 1272 წწ. – მეცხრე ჯვაროსნული ლაშქრობა. ბაჰრისმა დაამაცხა ანჯოუ, კვიპროსის სამეფო, ანტიოქიის სამთავრო, ინგლისის სამეფო და ილხანატი.
1274 წ. – მონღოლთა ლაშქრობა იაპონიაში. იაპონიამ დაამარცხა მონღოლთა იმპერია.
1275 წ. – მანქსის აჯანყება. შოტლანდიის სამეფომ დაამარცხა მანის სამეფო.
1276 – 1278 წწ. – 6000-მარკის ომი. დანიამ დაამარცხა შვედეთი.
1277 – 1280 წწ. – ივაილოს აჯანყება. ბულგარელმა მთავრებმა, ბიზანტიის იმპერიამ და ორქოს ურდომ დაამარცხა ივაილო ბულგარელის აჯანყებული გლეხების არმია.
1277 – 1283 წწ. – ედუარდ პირველის მიერ უელსის დაპყრობა. ინგლისის სამეფომ დაამარცხა უელსის სამთავრო.
1277 – 1288 წწ. – მონღოლთა პირველი ლაშქრობა ბირმაში. იუანის დინასტიამ დაამარცხა პაგანის სამეფო.
1282 – 1302 წწ. – სიცილიელი ვესპერების ომი. არაგონის სამეფომ და ტრინაკრიის სამეფომ დაამარცხა ნეაპოლის სამეფო, მაიორკას სამეფო და საფრანგეთის სამეფო.
1283 – 1289 წწ. – ომი ლიმბურგის მემკვიდრეობისთვის. ბრაბამტის საჰერცოგომ, ბერგის საგრაფომ, მარკის საგრაფომ, ლუნის საგრაფომ, იულიხის საგრაფომ, ტეკლენბურგის საგრაფომ და ვალდეკის საგრაფომ დაამარცხეს კოლონიის ელექტორატი, გილდერისის საგრაფო, ლუქსემბურგის საგრაფო, ლინიის საერისთავო და ნასაუს საგრაფო.
1289 – 1296 წწ. – კანონგარეშეთა ომი. ნორვეგიამ და დანიელმა კანონგარეშეებმა დაამარცხეს დანია.
1294 წ. – რედ ფორდის ბრძოლა. მაკდუგალების კლანმა დაამარცხა კემპბელების კლანი.
1294 – 1303 წწ. – ანგლო-ფრანგული ომი. საფრანგეთის სამეფომ დაამარცხა ინგლისის სამეფო.
1295 – 1299 წწ. – კურზოლას ომი. ვენეციის რესპუბლიკამ დაამარცხა გენოას რესპუბლიკა და ბიზანტიის იმპერია.
1296 – 1302 წწ. – ბიზანტიურ-ვენეციური ომი. ვენეციის რესპუბლიკამ დაამარცხა ბიზანტიის იმპერია.
1296 – 1328 წწ. – პირველი ომი შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის. შოტლანდიის სამეფომ დაამარცხა ინგლისის სამეფო.
1297 – 1305 წწ. – ფრანკო-ფლემიური ომი. საფრანგეთის სამეფომ დაამარცხა ფლანდერსის საგრაფო.

1300 – 1301 წ. – მეორე მონღოლური ლაშქრობა ბირმაში. მიინსაინგის დინასტიამ დაამარცხა იუანის დინასტია.
1308 წ. – დანციგის აღება ტევტონების მიერ. ტევტონის რაინდებმა დაამარცხეს ბრანდენბურგის მარგრუატი.
1309 წ. – ღარიბთა ჯვაროსნული ომი. ბრაბანტის საჰერცოგომ დაამარცხა ჯვაროსნები.
1311 – 1312 წწ. – მთავარ ალბერტის აჯანყება. ვლადისლავ პირველმა დაამარცხა კრაკოვის არმია.
1311 – 1318 წწ. – დეჰლი-სეუნას ომი. დეჰლის სასულთნომ დაამარცხა სეუნას იმპერია.
1314 – 1318 წწ. – ესერ ბუქა – აიურბარვადას ომი. იუანის დინასტიამ დაილხანატმა დაამარცხეს ჩაღატაის სახაკანო.
1315 წ. – მორგარტენის ომი. შვეიცარიის კონფედერაციამ: ურიმ, შვიცმა და უნთერვალდენმა დაამარცხეს ავსტრია.
1315 – 1318 წწ. – ბრიუსის საომარი კამპანია ირლანდიაში. ირლანდიის თავადებმა და ინგლისის სამეფომ დაამარცხეს შოტლანდიის სამეფო.
1320 წ. – მეცხვარეების ჯვაროსნული ომი. საფრანგეთის სამეფომ დაამარცხა გლეხების არმია.
1321 – 1322 წწ. – შვედურ-ნოვგოროდული ომი. შვედეთის სამეფომ დაამარცხა ნოვგოროდის რესპუბლიკა.
1321 – 1322 წწ. – დესპენსერის ომი.
1323 – 1328 წწ. – გლეხების აჯანყება ფლანდრიაში. ფლანდრიამ და საფრანგეთის სამეფომ დაამარცხეს გლეხების არმია.
1324 – 1326 წწ. – მეცის ომი. მეცის რესპუბლიკამ დაამარცხა ტრიერის ელეტორატი, ლორეინის საჰერცოგო და ბარის საჰერცოგო.
1326 – 1328 წწ. – პირველი ომი რიუგენის მემკვიდრეობისთვის. ჟერარდ ჰოშტეინელმა ჰენრი მეორე მაქლენბურგელი.
1326 – 1329 წწ. – ჰუმის ომი. ბოსნიის სამეფომ დაამარცხა სერბეთის სამეფო.
1326 – 1332 წწ. – პოლონურ-ტევტონური ომი. ტევტონმა რაინდებმა დაამარცხეს პოლონეთის სამეფო.
1327 წ. – ტვერის აჯანყება. ოქროს ურდომ, მოსკოვმა და ვლადიმირ სუზდალმა დაამარცხეს ტვერი.
1328 – 1332 წწ. – ორი დედაქალაქის ომი. ხანბალიქის მომხრეებმა დაამარცხეს შანგდუს მომხრეები.
1331 წ. – სერბეთის სამოქალაქო ომი. სტეფან დუსანმა დაამარცხა სტეფან უროს მესამე.
1331 – 1333 წწ. – გენკოს ომი. იმპერიისადმი ლოიალურად განწყობილმა ძალებმა დაამარცხეს კმაკურას შოგუნატი.
1331 – 1337 წწ. – ელცის დაპირისპირება. ტრიერის ელექტორატმა დაამარცხა ერენბურგი, ელცი, სშიონექი და ვალდექი.
1332 – 1357 წწ. – მეორე ომი შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის. შოტლანდიის სამეფომ და საფრანგეთის სამეფომ დაამარცხეს ინგლისის სამეფო.
1337 – 1453 წწ. – ასწლოვანი ომი. საფრანგეთის სამეფომ, კასტილიის სამეფომ, შოტლანდიის სამეფომ, გენოას რესპუბლიკამ, მაიორკას სამეფომ, ბოჰემიის სამეფომ, არაგონის სამეფომ და ბრიტანიის საჰერცოგომ დაამარცხეს ინგლისის სამეფო, ბურგუნდიის საჰერცოგო, აკვიტანია, პორტუგალიის სამეფო, ნავარის სამეფო, ფლანდრია, ჰაინაუტის საგრაფო და წმინდა რომის იმპერია.
1340 – 1349 წწ. – ტრაპიზონის სამოქალაქო ომი. მიქაელ კომნენოსმა, იოანე მესამემ, შოლარიომ და მანუელ მეორე ტრაპიზონელმა დაამარცხეს ანა ანაჩუტლო, ლაზი თავადები და ქართველი დაქირავებული არმია.
1340 – 1392 წწ. – გალიცია-ვოლინიის ომი. პოლონეთის სამეფომ, უნგრეთის სამეფომ და მასოვიის საჰერცოგომ დაამარცხეს ლიტვის დიდი საჰერცოგო, ოქროს ურდო და ლოდომერიას საჰერძოგო.
1340 – 1396 წწ. – ბულგარულ-ოტომანური ომები. ოტომანურმა იმპერიამ დაამარცხა ბულგარეთის იმპერია.
1341 – 1364 წწ. – ომი ბრეტონის მემკვიდრეობისთვის (ასწლიანი ომის ნაწილი). ინგლისის სამეფომ დაამარცხა საფრანგეთის სამეფო.
1341 – 1347 წწ. – ბიზანტიის სამოქალაქო ომი. იოანე მეექვსე კანტაკუზენოსმა დაამარცხა იოანე მეხუთე პალეოლოგოსი.
1342 – ზავას ბრძოლა. ქართიდებმა დაამარცხეს სარბადარები.
1342 – 1346 წწ. – ტურინგიული საგრაფოების ომი. ვეტინის სახლმა დაამარცხა შვარცბურგის სახლი.
1342 – 1354 წწ. – მეორე ომი რიუგენის მემკვიდრეობისთვის. პომერანია-ვოლგასტის საჰერცოგომ დაამარცხა მეკლენბურგის სახლი.
1343 – 1346 წწ. – წმინდა გიორგის ღამის აჯანყება. ტევტონთა ორდენმა და დანიის სამეფომ დაამარცხეს ვირონიელები და ესელიელები.
1347 – 1352 წწ. – ლუი დიდის ნეაპოლიტანური საომარი კამპანია. უნგრეთის სამეფომ დაამარცხა ნაპლის სამეფო.
1348 – 1349 წწ. – ბიზანტიურ-გენუური ომი. ბიზანტიის იმეპერიამ დაამარცხა გენუის სამეფო.
1350 – 1490 წწ. – ჰუკ და კოდის ომები. ჰუკის ლიგამ დაამარცხა კოდის ლიგა.
1351 – 1368 წწ. – წითელი დოლბანდის აჯანყება. მინგის დინასტიამ, დაჰანმა, დაჭოუს სამეფომ, ტაინვანის იმპერიამ და დაქსიას იმპერიამ დაამარცხეს იუანის დინასტია.
1352 – 1357 წწ. – ბიზანტიის სამოქალაქო ომი. იოანე მეხუთე პალეოლოგოსმა დაამარცხა იოანე მეექვსე კანტაკუზენოსი.
1353 – 1354 წწ. – დელის შეჭრა ბენგალში. ბენგალის სასულთნომ დაამარცხა დელის სასულთნო.
1356 – 1375 წწ. – ორი პეტრეს ომი. არაგონის სამთავრომ, ჰენრი ტრასტამარას და საფრანგეთის სამეფოს მხარდაჭერით დაამარცხა კასტილიის სამთავრო, რომელსაც მხარს უჭერდნენ ინგლისის სამეფო, გენუის რესპუბლიკა, პოტუგალიის სამეფო, ნავარეს სამეფო და გრანადას სამეფო.
1357 – 1366 წწ. – ისპაჰის აჯანყება. იუანის დინასტიამ დაამარცხა სემუს მუსლიმი აჯანყებულები.
1358 წ. – ჟაკერის ომი. საფრანგეთის სამეფომ დაამარცხა ფრანგი გლეხების არმია.
1358 – 1360 წწ. – დელის შეჭრა ბენგალში. ბენგალის სასულთნომ დაამარცხა დელის სამეფო.
1362 – 1457 წწ. – ბანდების ომი. გამბოინოს ოჯახმა დაამარცხა ონიაჩინოს ოჯახი.
1363 – 1368 წწ. – წმინდა ტიტუსის აჯანყება. ვენეციის რესპუბლიკამ დაამარცხა კრეტელი ფეოდალები.
1366 – 1369 წწ. – კასტილიის სამოქალაქო ომი. პედრო კასტილიელმა და ინგლისის სამეფომ დაამარცხეს ჰენრი ტრასტამარელი, საფრანგეთის სამეფო და არაგონი.
1370 – 1388 წწ. – ომი ლიუნებურგის მემკვიდრეობისთვის. მაგნუს მეორემ – ბრუსნვიკ-ლიუნებურგის ჰერცოგმა დაამარცხა ვენკესლაუს პირველი – საქს-ვითენბერგის ჰერცოგი.
1371 – 1379 წწ. – ომი გელდერიანის მემკვიდრეობისთვის. იულიხის საჰერცოგომ და ბრონქჰორსტის ფრაქციამ დაამარცხეს ბლოისი და ჰეკერენის ფრაქცია.
1373 – 1379 წწ. – ბიზანტიის სამოქალაქო ომი. იოანე მეხუთე პალეოლოგოსმა, ოტომანების იმპერიამ და ვენეციის რესპუბლიკამ დაამარცხეს ანდრონიკოს მეოთხე პალეოლოგოსი, სავჩი ბეი და გენუის რესპუბლიკა.
1375 – 1378 წწ. – რვა წმინდანის ომი. პაპალის სახელმწიფოებმა დაამარცხეს ფლორენცია, მილანი და სიენა.
1378 – 1381 წწ. – ჩიოგიას ომი. ვენეციის რესპუბლიკამ დაამარცხა გენუის რესპუბლიკა.
1378 – 1384 წწ. – ტუჩინის აჯანყება (ასწლიანი ომის ნაწილი). საფრანგეთის სამეფომ დაამარცხა მუშების არმია.
1380 წ. – კულიკოვოს ბრძოლა. მოსკოვის დიდი საჰერცოგო, ბელუზეროს სამთავრო, როსტოვის სამთავრო, იაროსლავლის სამთავრო, სუზდალის სამთავრო-ნიშნი ნოვგოროდი და მურომის სამთავრო ამარცხებს ოქროს ურდოს.
1381 წ. – გლეხთა აჯანყება. ინგლისის სამეფო ამარცხებს ინგლისელ აჯანყებულ გლეხებს.
1381 – 1384 წწ. – ლიტვის სამოქალაქო ომი. ლიტვის დიდი საჰერცოგო ამარცხებს ტევტონურ ორდენს და სამოგიტიას.
1381 – 1382 წწ. – მინგის მიერ იუნანის დაპყრობა. მინგის დინასტიამ დაამარხა იუანის დინასტია.
1382 წ. – ჰარელეს ბრძოლა. საფრანგეთის სამეფომ დაამარცხა ფრანგი გლეხების არმია.
1382 – 1383 წწ. – დესპენსერის ჯვაროსნული ომი. საფრანგეთის სამეფო, ფლანდრიის საგრაფო და ავინიონის პაპატი ამარცხებს ინგლისის სამეფოს, ღენტს და პაპის მორჩილებაში მყოფ სახელმწიფოებს.
1382 – 1385 წწ. – დიდი პოლონური სამოქალაქო ომი. გრზიმალამ დაამარცხა ნალეცჟი.
1383 – 1385 წწ. – დიდი კრიზისი. პორტუგალიის სამეფო და ინგლისის სამეფო ამარცხებს კასტილიის და საფრანგეთის სამეფოებს.
1380 – 1390 წწ. – თოხთამიშ-თემურის ომი. თიმურიდების დინასტიამ დაამარცხა ოქროს ურდო.
1385 – 1402 წწ. – დონას ფეოდი. მეისენის მარგრავატმა დაამარცხა დონას ბურგრავატი.
1385 – 1424 წწ. – 40-წლიანი ომი. ავას სამეფომ დაამარცხა ჰანთავადის სამეფო.
1386 – 1404 წწ. – თემურ ლენგის ომები საქართველოში. თემურ-ლენგმა დაამარცხა საქართველოს სამეფო.
1387 – 1389 წწ. – ქალაქების ომი. ბავარიის საჰერცოგო ამარცხებს ქალაქების შვაბიურ ლიგას.
1399 – 1400 წწ. – ნათლისღების აჯანყება. ინგლისის სამეფომ დაამარცხა ინგლისელი აჯანყებულები.
1399 – 1402 წწ. – ჯინგნანის საომარი კამპანია. იანის უფლისწულმა დაამარცხა მინგის დინასტია ჯიანვენის იმპერატორის წინამძღოლობით.

1400 წ. – ინგლისის ლაშქრობა შოტლანდიაში. შოტლანდიის სამეფომ დაამარცხა ინგლისის სამეფო.
1400 – 1420 წწ. – ომაინ გლინდვრის აჯანყება. ინგლისის სამეფომ დაამარცხა უელსელი აჯანყებულები და საფრანგეთის სამეფო.
1402 წ. – ანკარას ბრძოლა. თემურ ლენგის იმპერიამ დაამარცხა ოტომანების იმპერია, სატის და დაგნუმის სამთავროები, ჯონიმას სახელმწიფო, დუკაგჯინის საუფლისწულო, სერბეთის დესპოტატი და ვალახეთის ჯარები.
1402 – 1413 წწ. – ოტომანური ინტერრეგნუმი. მეჰმედ პირველის ფრაქციამ დაამარცხა ისა ჩელების, მუსა ჩელების, სულეიმან ჩელების და მუსტაფა ჩელების ფრაქციები.
1402 – 1496 წწ. – კანარის კუნძულების დაპყრობა. კასტილიის და არაგონის გაერთიანებულმა ჯარმა დაამარცხა გუანჩები.
1403 წ. – პერსის აჯანყება. ინგლისის სამეფომ დაამარცხა ინგლისელი აჯანყებულები სერ ჰენრი პერსის მეთაურობით.
1405 წ. – სკროუპის აჯანყება. ინგლისის სამეფომ დაამარცხა ინგლისელი აჯანყებულები რიჩარდ ლე სკროუპის მეთაურობით.
1406 – 1407 წწ. – მინგ-ჰოს ომი. მინგის დინასტიამ დაამარცხა ჰოს დინასტია.
1407 – 1435 წწ. – არმაგნაკ-ბურგუნიული სამოქალაქო ომი (ასწლოვანი ომის ნაწილი). არმაგნაკის პარტიამ დაამარცხა ბურგუნდიული პარტია და ინგლისი.
1407 – 1427 წწ. – ჩინეთის მიერ ვიეტნამის მეოთხედ დაპყრობა. მინგის დინასტიამ დაამარცხა ჰოს დინასტია.
1409 – 1411 წწ. – პოლონურ-ლიტვურ-ტევტონური ომი. პოლონეთის იმპერიამ და ლიტვის დიდმა საჰერცოგომ დაამარცხა ტევტონი რაინდები.
1410 – 1411 წწ. – მინგ-კოტტეს ომი. მინგის დინასტიამ დაამარცხა კოტტეს სამეფო.
1413 წ. – კაბოჩიური აჯანყება. არმაგნაკებმა დაამარცხეს კაბოჩიელები.
1413 – 1415 წწ. – დიდი ფრისიული ომი. სკიერინგერებმა, ჰეეკერენებმა, ანტი-ნსტასებმა და აბდენასებმა დაამარცხეს ფეტკიპერები, ვან ბრონქჰორსტები, ონსტასები, ტომ ბროქსი.
1413 – 1418 წწ. – კორბახის ფეოდი. ჰენრი მეშვიდემ, ველდეკის მმართველმა დაამარცხა პადბერგის ბატონები.
1414 წ. – შიმშილის ომი. პოლონეთის სამეფომ და ლიტვის დიდმა საჰერცოგომ დაამარცხეს ტევტონური ორდენი და მათ მხარეს მებრძოლი დაქირავებული არმია.
1414 წ. – ოულდქასლის აჯანყება. ინგლისის სამეფომ დაამარცხა ლოლარდები.
1418 – 1427 წწ. – ლამ სონის აჯანყება. ლამ სონმა დაამარცხა მინგის დინასტია.
1419 წ. – ოეის ლაშქრობა. სოს კლანმა დაამარცხა ჯოსეონის დინასტია.
1419 – 1434 წწ. – ჰუსიტური ომები. წმინდა რომის იმპერიამ, როიალისტებმა, უნგრეთმა, პაპმა, უტრაქვისტებმა ანუ მოდერულმა ჰუსიტებმა და სერბმა დაქირავებულებმა დაამარცხეს ჰუსიტები (1419 – 1423) და რადიკალი ჰუსიტები (თაბორიტები და ორებიტები) 1423 – 1434.
1420 – 1422 წწ. – ბავარიული ომი. ბავარია-ლანდშუთმა და ბავარია-მიუნხენმა დაამარცხეს ბავარია-ინგოლშტადტი.
1421 – 1422 წწ. – ოქსენის ომი (ბავარიული ომის ნაწილი). ბავარია-ლანდშუტმა დაამარცხა ჰააგა.
1422 წ. – კონსტანტინოპოლის ალყა. ბიზანტიის იმეპრიამ დაამარცხა ოტომანების იმპერია.
1422 – 1430 წწ. – თესალონიკის ალყა. ოტომანების იმპერიამ დაამარცხა ბიზანტიის იმპერია და ვენეციის იმპერია.
1422 წ. – გოლუბის ომი. პოლონეთის სამეფო, ლიტვის დიდი საჰერცოგო და მოლდოვის საუფლისწულო ამარცხებს ტევტონურ ორდენს და მთელი ოვროპიდან მოწვეულ დაქირავებულ რაინდთა არმიას.
1423 – 1424 წწ. – ლაქვილას ომი. ლაქვილა, მილანის საჰერცოგო, ნეაპოლის სამეფო და პაპის დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფოები ამარცხებენ ბრაჩიო და მონტონეს.
1425 – 1453 წწ. – მოსკოვის სამოქალაქო ომი. ვასილი ბრმის პარტიამ დაამარცხა ვასილი კოსოის და დიმიტრი შემიაკას პარტიები.
1425 – 1454 წწ. – ლომბარდიის ომები. მილანის საჰერცოგომ დაამარცხა ვენეციის რესპუბლიკა.
1426 – 1435 წწ. – დანო-ჰანსეატიკური ომი. ჰანსეატიკური ლიგა და ჰოლშტეინ რენდსბურგი ამარცხებს კალმურის გაერთიანებას და პომერანია-ბართს.
1428 წ. – სოჩოს აჯანყება.
1428 – 1443 წწ. – გლეხებმა დაამარცხეს მურომაჩის შოგუნატი.
1431 – 1435 წწ. – პოლონურ-ტევტონური ომი. პოლონეთის სამეფომ დაამარცხა ტევტონური ორდენი.
1431 – 1435 წწ. – პირველი ირმანდინიოს ომი. გალიციის სამეფომ დაამარცხა გლეხები.
1431 – 1435 წწ. – ლიტვის სამოქალაქო ომი. დასავლეთ ლიტვის დიდი საჰერცოგო (სამოგიტელი უხუცესები, თრაკაის და ვილნიუსის ვოივოდები და პოდლასია) პოლონეთის სამეფო და ჰუსიტები ამარცხებენ აღმოსავლეთ ლიტვის დიდ საჰერცოგოს (პოლოცკი, ვიტებსკი, სმოლენსკი, კიევი ვოლინია) ტევტონური ორდენს, ლივონიურ ორდენს და ოქროს ურდოს.
1432 – 1436 წწ. – ალბანური აჯანყება. ოტომანთა იმპერიამ დაამარცხა აჯანყებული ალბანელები.
1434 – 1436 წწ. – ენგელბრექტის აჯანყება. შვედმა აჯანყებულებმა ენგელბრექტ ენგელბრექტსონის მეთაურობით დაამარცხეს კალმარის გაერთიანება.
1436 – 1437 წწ. – პუკეფეიდენის ომი. ჩარლზ მერვე შვედმა დაამარცხა ერიკ პიუკის მხარდამჭერები.
1436 – 1449 წწ. – ლუჩუან-პინგმიანის საომარი კამპანიები. ტაის ტომების ბელადებმა დაამარცხეს მინგის დინასტია.
1437 – 1438 წწ. – ტრანსილვანიელი გლეხების აჯანყება. ტრანსილვანიელმა არისტოკრატიამ დაამარცხა ტრანსილვანიელი გლეხები.
1440 წ. – პრაგერიის ომი. საფრანგეთის სამეფომ დაამარცხა ფრანგი თავად-აზნაურობა.
1440 – 1446 წწ. – ძველი ციურიხის ომი. ძველი შვეიცარული კონფედერაცია ამარცხებს ციურიხი იმპერიულ ქალაქს, ჰაბსბურგების ავსტრიას და საფრანგეთს.
1444 წ. – ტორვიოლის ბრძოლა. ლეჟეს ლიგა ამარცხებს ოტომანთა იმპერიას.
1444 – 1449 წწ. – სოესტის ფეოდი. სოესტმა დაამარცხა დიტრიხ მეორე მური.
1446 – 1451 წწ.- საქსონის პატრიციდალური ომი. ფრიდრიხ მეორემ, საქსონიის მმართველმა დაამარცხა უილიამ მესამე და თურინგია.
1446 – ადრეული 1500-იანი წლები. – ყვავილის ომი. აცტეკების იმპერიამ დაამარცხა ტლაქსკალა და ჩოლულა.
1449 წ. – ტუმუს კრიზისი. იორაცებმა დაამარცხეს მინგის დინასტია.
1449 – 1450 წწ. – პირველი მარგრეივის ომი. იმპერიულმა ქალაქმა ნურნბერგმა დაამარცხა ანსბახის სამთავრო.
1449 – 1453 წწ. – ღენტის აჯანყება. ბურგუნდიის საჰერცოგომ დაამარცხა ღენტი.
1449 – 1454 წწ. – კოტტეს მიერ ჯაფნას სამეფოს დაპყრობა.
1450 წ. – ჯეკ კეიდის აჯანყება. ინგლისის სამეფომ დაამარცხა ინგლისელი აჯანყებული გლეხები, რომლებიც ჯეკ კეიდის მეთაურობით მოქმედებდნენ.

1451 – 1455 წწ. – ნავარიული სამოქალაქო ომი. ჯონ მეორე არაგონელმა და ნავარიამ დაამარცხეს ჩარლზი – ვენას უფლისწული.
1453 წ. – კონსტანტინეპოლის დაცემა. ოტომანების იმპერიამ დაამარცხა ბიზანტიის იმპერია და გენოის რესპუბლიკა.
1453 – 1454 წწ. – მორეას აჯანყება. მორეას დესპოტატმა დაამარცხა აჯანყებული გლეხები.
1453 – 1454 წწ. – პერსი-ნევილის ფეოდი. თომას დე კორტნი, დევონის მე-5 ეარლი ამარცხებს უილიამ ბონვილს, ბონვილის პირველ ბარონს.
1454 – 1466 წწ. – ცამეტი წლის ომი. პრუსიის კონფედერაციამ და პოლონეთის სამეფომ დაამარცხა ტევტონური სახელმწიფო.
1454 – 1519 წწ. – ყვავილის ომი. მექსიკის იმპერიამ და ტლაქსკალამ დაამარცხა ჩოლულა, ჰუეჯოცინგო და ატლიქსკო.
1455 წ. – ბონვილ-კორტნის ფეოდი. თომას დე კორტნიმ და დევონის მე-5 ეარლმა დაამარცხეს უილიამ ბონვილი – ბონვილის პირველი ბარონი.
1455 – 1487 წწ. – ვარდების ომი. ლანკასტერის სახლმა დაამარცხა იორკების სახლი.
1456 წ. – ბელგრადის ალყა. უნგრეთის სამეფომ, სერბებმა, ევროპელმა ჯვაროსნებმა დაამარცხეს ოტომანების იმპერია.
1456 – 1474 წწ. – აიუთაია-ლან ნას ომი. აიუთაიას სამეფომ დაამარცხა ლანნას სამეფო.
1459 – 1463 წწ. – ბავარიული ომი. ბრანდერბურგის მარგრავიატმა დაამარცხა ბავარია-ლანდშუტი.
1461 წ. – კაო ქინის აჯანყება. მინგის დინასტიამ დაამარცხა კაო ქინი.
1462 წ. – ღამის შეტევა. ვალახიამ დაამარცხა ოტომანების იმპერია.
1462 – 1472 წწ. – კატალანური სამოქალაქო ომი. არაგონმა დაამარცხა კატალანელი აჯანყებულები.
1464 – 1472 წწ. – ომი სტეტინის მემკვიდრეობისთვის. ბრანდენბურგის მარგრავიატმა დაამარცხა ბავარია-ლანდშუტი.
1465 წ. – მაროკოული აჯანყება. ფეზის შარიფებმა დაამარცხეს მარინიდები.
1465 წ. – ბალაბანის საომარი კამპანია. ლეჟეს ლიგამ დაამარცხა ოტომანების იმპერია.
1465 წ. – სამოქალაქო აალების ომი. ბურგუნდიის საჰერცოგომ დაამარცხა საფრანგეთის სამეფო.
1465 – 1468 წწ. – ლიგის ომი. ბურგუნდიის საჰერცოგომ დაამარცხა ლიგის პრინც-ეპისკოპოსი.
1467 – 1469 წწ. – პირველი ირმანდინიოს ომი. გალიციის სამეფომ დაამარცხა გლეხების არმია.
1467 – 1477 წწ. – ონინის ომი. ჰოსოკავას კლანმა, ჰატაკეიამას კლანმა და შიბას კლანმა დაამარცხეს იამანას კლანი, ოუჩის კლანი და ჰატაკეიამას კლანი.
1467 – 1479 წწ. – მღვდლების ომი. პოლონეთის სამეფომ დაამარცხა ვარმიას პრინც-ეპისკოპოსი.
1468 – 1478 წწ. – გოჰემიური ომი. უნგრეთის სამეფომ დაამარცხა ბოჰემიის სამეფო.
1470 – 1471 წწ. – დანიურ-შვედური ომი. შვედეთმა დაამარცხა დანია და გერმანელი რაინდები.
1470 – 1474 წწ. – უტრეხტის პირველი სამოქალაქო ომი. უტრეხტელმა ჰუკებმა დაამარცხეს უტრეხტელი კოდები.
1471 წ. – ჩამ-ვიეტნამური ომი. დაი ვიეტის დინასტიამ დაამარცხა ჩამპა.
1474 – 1477 წწ. – ბურგუნდიული ომები. შვეიცარიულმა კონფედერაციამ დაამარცხა ბურგუნდიის საჰერცოგო.
1475 – 1479 წწ. – ომი კასტილიური მემკვიდრეობისთვის. იზაბელას მხარდამჭერებმა და არაგონის სამეფომ დაამარცხა ხიანას მხარდამჭერები, პორტუგალიის სამეფო და საფრანგეთის სამეფო.
1476 წ. – ოტომან-მოლდოვური ომი.
1477 – 1488 წწ. – ავტრო-უნგრული ომი. უნგრეთის სამეფომ დაამარცხა წმინდა რომის იმპერია.
1480 წ. – როდოსის ალყა. ჰოსპიტალიერმა რაინდებმა დაამარცხეს ოტომანების იმპერია.
1480 – 1510 წწ. – სალთპიტერის ომი (მექსიკაში). ტარასკანის სახელმწიფომ დაამარცხა პურეპეჩა.
1481 – 1483 წწ. – უტრეხტის მეორე სამოქალაქო ომი. უტრეხტელმა ჰუკებმა დაამარცხეს უტრეხტელი კოდები.
1482 – 1484 წწ. – ფერერას ომი. ვენეციის რესპუბლიკამ და პაპის სახელმწიფოებმა დაამარცხეს ფერერას საჰერცოგო და ნეაპოლის სამეფო.
1482 – 1492 წწ. – გრანადას ომი. კასტილიის და არაგონის სამეფოების გაერთიანებმა დაამარცხა გრანადას ემირატები.
1483 წ. – ბუკინგემის აჯანყება. ინგლისის სამეფომ დაამარცხა აჯანყებული ინგლისელები.
1483 – 1485 წწ. – ფლემიშის აჯანყება. ჰაბსბურგების ნიდერლანდებმა დაამარცხა ფლემიშელი სეპარატისტები.
1484 წ. – მიერეს აჯანყება. კასტილია-არაგონის გაერთიანებამ დაამარცხა კატალანელი გლეხების არმია.
1485 – 1488 წწ. – გიჟური ომი. საფრანგეთის სამეფომ დაამარცხა აჯანყებული ბარონები.
1486 წ. – სტეფორდის და ლოველის აჯანყება. ინგლისის სამეფომ დაამარცხა ფრანსის ლოველი.
1486 – 1487 წწ. – სიმელის აჯანყება. ინგლისის სამეფომ დაამარცხა აჯანყებული ინგლისელი მოსახლეობა.
1487 – 1488 წწ. – კაგას აჯანყება. იკო-იკიმ, მოტურის კლანმა და იამაგავას კლანმა დაამარცხა ტოგაშის კლანი.
1487 – 1492 წწ. – ფლემიშის აჯანყება. წმინდა რომის იმპერიამ დაამარცხა ფლემიშელი სეპარატისტები.
1487 წ. – როვერეტოს ომი.
1489 წ. – იორკშირის აჯანყება. ინგლისის სამეფომ დაამარცხა გადასახადების გადახდაზე უარისმთმელი აჯანყებული მოსახლეობა.
1492 – 1494 წწ. – პირველი მოსკოვურ-ლიტვური ომი. მოსკოვის დიდმა საჰერცოგომ და ყირიმის სახანომ დაამარცხეს ლიტვის დიდი საჰერცოგო და ვიაზმა.
1493 – 1517 წწ. – ბუნდშუს მოძრაობის ომი.
1494 – 1998 წწ. – პირველი იტალიური ომი. პაპის სახელმწიფოებმა, ვენეციის რესპუბლიკამ, ნეაპოლის სამეფომ, ესპანეთმა, მილანის საჰერცოგომ და წმინდა რომის იმპერიამ დაამარცხეს საფრანგეთი.
1495 – 1497 წწ. – რუსულ-შვედური ომი. მოსკოვის დიდმა საჰერცოგომ დაამარცხა დანიის და შვედეთის სამეფოები.
1497 წ. – პირველი კორნიული აჯანყება. ინგლისის სამეფომ დაამრცხა კორნიელი აჯანყებულები.
1497 წ. – მეორე კორნიული აჯანყება. ინგლისის ამეფომ კვლავ დაამარცხა კორნიელი აჯანყებულები.
1497 წ. – ვარბეკის აჯანყება. ინგლისის სამეფომ დაამარცხა აჯანყებულთა არმია.
1499 წ. – შვაბიური ომი. შვეიცარიულმა კონფედერაციამ და გრისონების სამმა ლიგამ დაამარცხეს შვაბიური ლიგა და წმინდა რომის იმპერია.
1499 წ. – მელილას დაპყრობა. კასტილიის და არაგონის გაერთიანებამ დაამარცხა მაროკო.
1499 – 1501 წწ. – ალპუხარასის აჯანყება. კასტილიის და არაგონის გაერთიანებამ დაამარცხა გრანადას მუსლიმები.
1499 – 1503 წწ. – ოტომანურ-ვენეციური ომი. ოტომანთა იმპერიამ დაამარცხა ვენეციის რესპუბლიკა და ესპანეთი.
1499 – 1504 წწ. – მეორე იტალიური ომი. მილანის სამეფომ, ნეაპოლის საჰერცოგომ და 1501 წლის შემდეგ უკვე ესპანეთმაც დაამარცხეს საფრანგეთი, ვენეციის რესპუბლიკა და ესპანეთი (რომელიც მათკენ იბრძოდა 1501 წლამდე).

 

ავტორი: თორნიკე ფხალაძე

Facebook Comments

Share.

Leave A Reply

Social Media Auto Publish Powered By : XYZScripts.com