წითელი სამღვდელოება

Google+ Pinterest LinkedIn Tumblr +

იხ. სურათზე მარცხნიდან მარჯვნივ: რუსეთის საპატრიარქოს მხრიდან, საქართველოს ეკლესიაში სამოღვაწეოდ დანიშნული ეკლესიის კურატორი, იმჟამად ეპისკოპოსი, მომავალში კი მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა, 1952 წლიდან სინოდის წევრი და საქართველოს ეკლესიის კურატორი მის გარდაცვალებამდე 1985 წლამდე), საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1960-72წწ. ეფრემ მეორე (სიდამონიძე), ბერმონაზონი ილია შიოლაშვილი (პატრიარქი 1977წლიდან), ეპისკოპოსი და მომავალი პატრიარქი დავითი (პატრიარქი 1972-77წწ. დავით V დევდარიანი), ზაგორსკი, 1962წ.

სწორედ ამ ადამიანის, ზინობი მაჟუგას მთავარი რეკომენდაციით წყვეტდა მოსკოვი, ვინ უნდა გაეყვანათ საქართველოს მომავალ პატრიარქებად, სინოდში ჩატარებულ არჩევნებზე. უშუალო მოწმეთა ჩვენებით და მონათხრობით, ხარიტონ დევდარიანის, ეფრემ მეორის შემდეგი, მომავალი პატრიარქის დავით V-ის გაპატრიარქების შემთხვევაში, მან ღიად და დაუფარავად გააყვანინა პატრიარქად ხარიტონ დევდარიანი. პატრიარქ ეფრემ მეორის სიკვდილი შემდეგ, ის ხარიტონ დევდარინის, გაიოზ კერატიშვილის და სხვათა თანდასწრებით, პირადად იღებდა მონაწილეობას, ეფრემ მეორის ანდერძის გახსნაში და „ეფრემ-II-ის ანდერძის“ თანახმად, პატრიარქის თანამოსაყდრის გამოცხადებაში.

მართლაც ისტორიული და მრავლის მეტყველი სურათია: საქართველოს ბოლო სამი პატრიარქი და მოსკოვიდან დანიშნული, მათი ადგილობრივი კურატორი ერთად, საბჭოთა წითელი სამღვდელოების, მოსამზადებელ სულიერ ცენტრში – ზაგორსკში.
ოჰ ეს ზაგორსკი, მართლაც საბჭოთა ელიტარული სამღვდელოების სამჭედლო იყო.

P. S. ამ სურათისა და ეპისკოპოსს, მოგვიანებით კი მიტროპოლიტ ზინობი მაჟუგას შემხედვარე, ძალაუნებურად გამახსენდა, ასეთი ისტორიული ფაქტი, როდესაც საქართველოს კომუნისტური პარტიის ცეკას და მის პირველ მდივნებს, ასევე ჰყავდათ მოსკოვიდან დანიშნული და მიმაგრებული კურატორი ე. წ. კომპარტიის მეორე მდივნები, ბოლოს საქართველოს ცეკას მეორე მდივანი გენადი კოლბინი იყო.

მოკლე ოფიციალური ცნობები ზინობი მაჟუგას შესახებ: მიტროპოლიტი ზინობი (ერისკაცობაში — ზაქარია აკიმის ძე მაჟუგა), დაიბადა 14.09.1896წ. რუსეთი, გლუხოვო, ჩერნოგოვის გუბერნია. 1922 წელს საქართველოში დრანდის მონასტერში იწყებს მთავარდიაკვნობას. 1925წ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გვერდის ავლით, რუსული ეკლესიის ეპისკოპოსმა ნიკონმა მამა ზინობი მღვდელმონაზვნად აკურთხა. 1952წ. არქიმანდრიტი ზინობი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრია. 1956წ. ეპისკოპოსად აკურთხეს. 1957წ. ეპისკოპოსი ზინობი დაინიშნა პატრიარქ მელქისედეკ III-ის მეორე ქორეპისკოპოსად.
ეპისკოპოსმა ზინობმა 1957წ. პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში, ბერად აღკვეცა ზაგორსკის სასულიერო აკადემიის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი და უწოდა სახელი ილია.
1972წ. კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ დავითის (დევდარიანი) მიერ აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1977წ. 24 დეკემბერს მიტროპოლიტი ზინობი, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში შეხვდა და მიესალმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივ საეკლესიო კრებაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსულ პატრიარქს პიმენს. მიტროპოლიტი ზინობი ახლდა პატრიარქ ილია II-ს 1978წ. მარტში მოსკოვში ვიზიტის დროს. 1985წ. მიტროპოლიტი ზინობი გარდაიცვალა.

Facebook Comments

Share.

About Author

Leave A Reply

Social Media Auto Publish Powered By : XYZScripts.com