ისტორიული გადმოცემები მაქციების შესახებ

Google+ Pinterest LinkedIn Tumblr +

მაქციებს ეძახიან ადამიანებს რომლებსაც შეუძლიათ ჯერ მგლად, შემდეგ კი ისევ ადამიანად გადაიქცნენ. მედიცინის თვალსაზრისით ეს შეუძლებელია, მაგრამ სასამართლო ჩანაწერებში არის საკმაოდ დიდი მასალები იმის შესახებ თუ როგორ უსჯიდნენ მაქციებს სიკვდლს მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე.

1) ჯილ გარნიე
ერთ დღეს ბნელ XVI საუკუნეში საფრანგეტის ერთ-ერთ ქალაქში (Dole) ცენტრალურ მოედანზე, სპიკერმა გასცა განკარგულება, რომელიც მოსახლებოს მოუწოდებდა დაეჭირათ და გაენადგურებინათ მაქცია, რომელიც ქალაქს და მის შემოგარენ სოფლებს ატერორებდა.
დავიწყოთ იმით, რომ ერთხელ ადგილობრივი გლეხები ტყის გავლით შინ ბრუნდებოდნენ, როდესაც მათ გაიგეს ცხოველის ხმა და ბავშვის განწირული კივილი, მის დასახმარებლათ მისულებს უცნაური სურათი დახვდათ, დაჭრილი ბავშვი წინააღმდეგობას უწევდა ამოუცნობი სახეობის ცხოველს. გარკვეული დროის შემდეგ გლეხებმა ამოიცნეს ცხოველში თანასოფლელი ჯილ გარნიე. ცოტა ხნის შემდეგ ისევ დაიკარგა სოფლიდან 10 წლის ბავშვი რასაკვირველია ეჭვმიტანილი ნომერ პირველი გახდა ჯილ გარნიე, რის შემდეგაც ის დააკავეს და აღიარებინეს დანაშაული, რის შემდეგაც ის დაწვეს.

2) კლაუდია გაიარი ბურგუნდიიდან
კლაუდია გაიარი იყო ერთ-ერთი მათგანი იმ ადამიანებიდან რომელიც ხელთ ჩაუვარდა „ჰენრი ბოგეტს“ ჯადოქრებზე მონადირეს. იპოვეს მოწმეც რომელმაც თქვა, რომ დაინახა ქალი, რომელიც ბუჩქებში იმალებოდა და ის გადაიქცა მგლად, მაგრამ რატომღაც უკუდოდ. გაიარი შეიპყრეს და აწამებდნენ, მოსამართლე წერდა „ვაწამებდით მთელი ძალისხმევით, მაგრამ არავის დაუნახავს მის თვალზე ცრემლი“, რის შემდეგაც ის დაწვეს.

3) მაიკლ ვერდანი – მაქცია პოლინიიდან
1521 წელს – ეს არის ღრმა შუა საუკუნეები, ინკვიზიტორი აწამებს: ფილიბერ მონტოს, პერა ბურგს და მიშელ ვერდერს. მათგან ითხოვს აღიარებას, რომ ისინი მაქციები და ეშმაკისეულნი არიან. სამი კაცი ეჭვმიტანილად სცნეს მას შემდეგ რაც ერთერთ მოგზაურს მათ ახლომახლოს თავს დაესხა მგელი, მოგზაურმა თავი დაიცვა და ცხოველი დაჭრა შემდეგ გაყვა დაჭრილი ცხოველის კვალს, რომელმაც მიიყვანა მიშელ ვერდერის სახლთან. მან დაიჭირა ვერდერი იმ მომენტში როცა ცოლი უწმინდავდა ნაიარევს, წამების შემდეგ ვერდერმა აღიარა თავისი დანაშაული და სხვა ორი მაქციაც დაასახელა, რომლებმაც მოგვანებით ასევე
წამების შემდეგ აღიარეს დანაშაული, ბრალდება ითვალისწინებდა ეშმაკისეულობას და კანიბალიზმს,
რის შემდეგაც ისინი დახოცეს.

4) მაქცია პავიიდან
1541 წელს ფერმერმი იტალიური ქალაქიდან პავია დაიწყო ხალხზე თავდასხმა როცა ისინიმარტო იყვნენ გზაზე, ტყეში ან მინდორზე. ის ადამიანებს კბილებიტ ანაკუწებდა და ჭამდა. მან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. როცა ის დაიჭირეს მან განაცხადა რომ თავს თვლიდა ნამდვილ მგლად და ასევე ამბობდა მას თმა
ეზრდება შიგნიდან და მხოლოდ ამით განსხვავდება მგლისგან. ამ სინამდვილის დასადგენად მოსამართლემ ბრძანა მისთვის მოეჭრათ ხელები და ფეხები რის შემდეგაც ფერმერი სისხლისგან დაიცალა.

5) მაქცია კლაინ-კრამსიდან
ოდესღაც უღრან ტყეში გერმანიის სოფელ კლაინ-კრამსთან, იმართებოდა ტრადიციული მონადირეთა კონკურსი, ნადირობის მოყვარულები აქ ყველა კუთხიდან მოდიოდნენ რათა დემონსტრირება მოხდინათ თავიანთი იარაღის და გამოგონების, ყველაფერი კარგათ იყო იქამდე სანამ ამ ტყეში არ გამოჩნდა დიდი მგელი, რომლისთვისაც ტყვია არაფერს ნიშნავდა, ის თიტქოს დასცინოდა მონადირეებს, თავიდან უშვებდა სასროლ მანძილზე და შემდეგ უცებ ქრებოდა. ერთხელაც, კონკურსის მონაწილე ახალგაზრდა კავალერიის ოფიცერი რომელიც სოფელში გადაადგილდებოდა, მისი ყურადღება მიიქცია ბავშვების ჯგუფმა რომლებიც ძალიან შეშინებულები სახლიდან გამორბოდნენ,  ოფიცერი შეეცადა გაერკვია შიშის მიზეზი ბავშვებთან,
რომლებმაც უთხრეს რომ ამ სოფელში ცხოვრობს ბიჭი რომელსაც შეუძლია მგლად გადაიქცეს, ოფიცერი სახლს მიუახლოვდა და ფანჯრიდან დაინახა იგივე მგელი რომელიც მონადირეებს მოსვენებას არ აძლევდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ როცა სახლში შეიჭრნენ მათ იქ ცხოველის მაგივრად დახვდათ უბრალო ბიჭუნა.

6) შალონის მაქცია
ისტორია მაქციაზე შალონიდან, ცნობილია ასევე, როგორც დემონი ტაილორი – როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი. სასამართლოზე მისი საქმის მოსმენა შედგა 14 დეკემბერს 1598 წელს. სასამართლოს დროს,
საქმესთან დაკავშირებით ამოტივიტივებული ფაქტები იმდენად შემზარავი იყო, რომ მოსამართლემ ბრძანა გაენადგურებინათ საქმის მასალები. დღესაც კი არავინ არ იცის ამ მონსტრის ნამდვილი სახელი.
თავის დანაშაულისთვის დემონი დაწვეს, ჭორის დონეზე გავრცელდა ინფორმაცია რომ ის იტაცებდა ორივე სქესის ბავშვებს,  აუპატიურებდა და შემდეგ თავებს აჭრიდა, ანაკუწებდა მათ სხეულებს და წვავდა.
როცა დგებოდა ბინდი ის გარდაიქმნებოდა მგლად და დაეხეტებოდა ტყეში თავს ესხმოდა ყველაფერს
მოძრავს. ტაილორის სარდაფში იპოვეს ორი კასრი რომელიც ძვლებით იყო სავსე და ასევე სხვა
მტკიცებულებებიც.

7) ჟან გრენე
1630 წლის ადრიან გაზაფხულზე, ლანდეს მთელი ტერიტორია შიშით იყო მოცული რათა საფრანგეთის ამ რაიონში იკარგებოდნენ პატარა ბავშვები აკვნებიდან, ზოგი მათგანი აბრალებდა მგლებს და ზოგსაც სჯეროდა, რომ ეს უარესი რამ იყო ვიდრე მგელი. ყოვლისმომცველი შიში გრძელდებოდა იქამდე სანამ 13 წლის გოგონა სახელად მარგარიტა პუარე მივიდა სახლში დაჭრილი და თქვა რომ მას თავს დაესხა საშინელი მონსტრი. გოგონა მწყემსავდა ძროხებს, როცა ტყიდან გამოვიდა რიჟა ბეწვით დაფარული ცხოველი, რომელიც მოგაგონებდათ გიგანტურ ძაღლს, საბედნიეროდ გოგონას ხელში ეჭირა ჯოხი რკინის თავით და მან მოახერხა თავი დაეცვა მაქციისგან.  გავიდა დრო და ერთერთი გლეხის ბიჭმა 14 წლის ჟან გრენერმა ბავშვებში თქვა, რომ მარგარიტას რომ არ ჰქონოდა ის ჯოხი, მასაც შეჭამდა ისევე როგორც შეჭამა სხვა ოთხი ბავშვი.

8) გრაიფსვალდის მაქცია
თუ დავუჯერებთ გერმანიის სოფელ გრაიფსვალდის ჟამთაღმწერს 1640 წელს მის სამეზობლოს ტავს დაესხა ნამდვილი მაქცია. მოსარამოვებულზე სოფლის მაცხოვრებლები იკეტებოდნენ საკუთარ სახლებში და ცხვირის გამოყოფისაც ეშინოდათ. ეს გრძელდებოდა იქამდე სანამ ახალგაზრდების ჯგუფმა არ გადაწყვიტა რომ ამ ყველაფრისთვის წერტილი დაესვათ. ახალგაზრდებმა შეაგროვეს ვერცხლი რაც კი მოეპოვებოდათ, გადაადნეს და ჩამოასხეს ტყვიები, მომზადებული და შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი გაეშურა სანადიროდ, დაწვრილებით ეს ღამე არავინ იცის, მაგრამ სოფლის მაცხოვრებლებს იმ ღამიდან წყნარად ეძინათ.

9) მაქცია ანსბახიდან
1685 წელს, ჩვეულებრივზე დიდი, საშინელი მგელი ატერორებდა ბავარიის ქალაქ ანსბახს, დადიოდა ხმები, რომ მგელი სინამდვილეში იყო მაქცია, იგი თავს ესხმოდა ხალხ რომელიც სცოდავდა აწ გარდაცვლილი ყოფილი მერის წინაშე, როცა მგელი ბოლოს და ბოლოს მოკლეს ანსბახის მოსახლებამ ცხოველის გვამს ჩააცვეს ისევე, როგორც იცვამდა ყოფილი მერი, გამოიტანეს ქალაქის მოედანზე და ცოტა ხნის შემდეგ ნარჩენები წაიღეს მუზეუმში.

10) მაქცია ბენენდანტიდან
ეს მოხდა 1692 წელს. თანამედროვე ლატვიის ტერიტორიაზე ლივონიაში, 80 წლის მოხუცმა სქახელად ტისი გაიტეხა ცხვირი, ამით შეწუხებულმა მეზობლებმა როცა ჰკითხეს, თუ როგორ მოხდა ეს, მათ მოისმინეს ყველაზე მოულოდნელი აღიარება: ტისმა თქვა, რომ ის იყო მაქცია და მას ცხვირი გაუტეხა ადგილობრივმა ჯადოქარმა სკისტანმა, რომელიც იმ დროისთვის დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, მოგვიანებით მან სასამართლოზე განაცხადა, რომ ჯადოქარმა სკისტანმა და კიდე სხვა ჯადოქრებმა გადაწყვიტეს რომ გაენადგურებინათ ნათესები, რის გამოც მაქცია ტისი და კიდევ სხვა მაქციები შეებრშძოლენ მათ და დაამარცხეს, ასე გადაარჩინემ მაქციებმა ნათესები. როგორც ტისმა განაცხადა ბრძოლა ჯადოქრებსა და მაქციებს შორის წელიწადში სამჯერ ხდებოდა, როცა ტისს კითხეს თუ რა მოსდიოდა მაქციის სულს გარდაცვალების შემდეგ მან ამაყად უპასუხა, რომ ისინი სამოთხეში ხვდებოდნენ რათა ისინი იყვნენ ღმერთის ძაღლები და ეხლარებოდნენ ადამიანებს დედამიწაზე,  რომ არ ყოფილიყვნენ მაქციები ადამიანები დიდი ხნის წინ დაიხოცებოდნენ. სიტყვის ბოლოს ტისმა თვა, რომ მაქციების გაერთიაება ასევე იყო გერმანიაში და რუსეთში. ამ ყველაფერს ის ყვებოდა დამაჯერებელი ტონით, როცა მას შესთავაზეს მოეყვანათ მღვდელი რათა ეზიარებინა მან უარი განაცხადა და თვა რომ თავად იყო წმინდა მამა და დაამატა რომ მისთ თუ მის გარეშე მაქციების და ჯადოქრების ბრძოლა გაგრძელდებოდა.  დიდი ხნის განსჯის შემდეგ მოსამართლემ ტისს მიუსაჯა როზგი ურწმუნოებისთვის.

1) ერთი ასეთი ამბავი მოხდა საფრანგეთში რომლის თვითმხილველია პუატიეს უნივერსიტეტის რექტორი პიერ მამორი ის მოყვა თუ როგორ ამოარწყია მამაკაცმა პირიდან ბავშვის ხელი რომელიც მაქციად ყოფნის დროს შეჭამა.
შემდეგი ისტორია ეხება ჩრდილოეთ ევროპას ერთხელ მონამ გაიგონა თუ როგორ უარყოფდა ბატონის მეუღლე ადამიანის მგლად გადაქცევას ის ქალბატონს შეეწინააღმდეგა და დაუმტკიცა კიდეც. ეს ტრანსფორმაცია მის თვალწინ ჩაატარა მონას ძაღლები მოუსიეს მგლად ქცეული თავქუდმოგლეჯილი გაიქცა ორთაბრძოლაში თვალიც დაკარგა მეორე დღეს ადამიანის სახით დაბრუნდა მაგრალ ცალი თვალი აკლდა.
1960 წელა ტაილანდში ნადირობის დროს მონადირები მაქციას წააწყდნენ რომელიც მკერდში დაჭრეს და როდესაც სისხლის კვალს გაჰყვნენ ერთ-ერთ სოფელში მივიდნენ ქოხს მიადგნენ რომელშიც მკერდში დაჭრილი მამაკაცს ქალი ჭრილობას უწმენდდა.
პოლინში ასევე გაასამართლეს 2 ფრანგი გლეხი ბურგო და ვერდენი კანიბალური მკვლელობის გამო მგლებად გადაქცეულები რომ სჩადიოდნენ ბურგომ განაცხადა რომ დიდიხანია რაც ეშმაკს ემსახურება და მგლად სპეციალური საცხის საშუალებით იქცევა ვერდენი კი იმდენად არის გამოცდილი რომ ტანსაცმლის გაუხდელად პირდაპირ შეუძლია ტრასფორმაციის ჩატარება.
აფრიკაში კაპიტან შოტის თავგადასავალზე წერდნენ უამრავ ჟურნალში როდესაც კაპიტანი და მისი თანამეგზურები ჩავიდნენ ერთ-ერთ სოფელში მათ შესჩივლეს რომ აფთრები თავს ესხმოდნენ ერთი ასეთი აფთარი ყბაში დაჭრეს კაპიტანმა და მისმა ხალხმა, როდესაც სისხლიან კვალს გაყვნენ მეორე სოფელში მივიდნენ სადაც ყბა მოგლეჯილი კაცი იპოვეს. ევროპაში მაქციები მძვინვარებდნენ XV-XVI საუკუნეებში და მრავალი მაქცია რომელიც სიკვდილით დასაჯეს კუდიანიც იყო. მაგავსი ისტორიები გვხვდება მელიებზე, ვეფხვებზე, დათვებზე და სხვა ცხოველ მაქციებზეც.

წყარო: ჯონ მიჩელი “სასწაულთა წიგნი”

 

Facebook Comments

Share.

Leave A Reply

Social Media Auto Publish Powered By : XYZScripts.com