ხანძარი ბორჯომში

Google+ Pinterest LinkedIn Tumblr +

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეს ტყეში ხანძარია. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ხანძარი, დაახლოებით, ორი საათის წინ, სოფლიდან შვიდ კილომეტრში გაჩნდა.

სოფელ საკირეში ბორჯომის მერის წარმომადგენლის, თამაზ ჩუტკერაშვილის თქმით, ცეცხლი დაახლოებით 10 მეასედზეა მოდებული.

„მიუვალი ადგილია. ერთი სახანძროა ადგილზე და „შლანგების“ გაჭიმვას ცდილობენ. იქ არიან გუბერნიის და მერიის თანამშრომლებიც, ტელეფონი არ იჭერს, ამიტომ ჩამოვედი ქვემოთ, რომ ინფორმაციის გავრცელება შევძლო“, – ციტირებს მერის წარმომადგენელის კომენტარს „სამხრეთის კარიბჭე“.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო–სამაშველო სამსახური და ტექნიკა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მეხანძრეებთან ტელეფონით დაკავშირება ვერ ხერხდება.

Facebook Comments

Share.

About Author

Leave A Reply

Social Media Auto Publish Powered By : XYZScripts.com