ქალმა, რომელიც 14 წელია კომაშია, რამდენიმე დღის წინ იმშობიარა. პოლიცია მოძალადეს ეძებს

Google+ Pinterest LinkedIn Tumblr +
loading...

ქალი, რო­მე­ლიც სან კარ­ლო­სის აპა­ჩის ტო­მის წევ­რია, უკვე 14  წელ­ზე მე­ტია კო­მა­ში იმ­ყო­ფე­ბა და ცოტა ხნის წინ არი­ზო­ნას სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­შო­ბი­ა­რა. CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ტო­მის ხელ­მძღვა­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და.

სან კარ­ლო­სის აპა­ჩის ტო­მის მეთაური ტერი რამბლერი ამბობს: „რო­დე­საც შენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს პა­ლი­ა­ტი­უ­რი მზრუნ­ვე­ლო­ბა სჭირ­დე­ბა, რო­დე­საც ის მთლი­ა­ნად სხვებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, შენ ენ­დო­ბი მის მომ­ვლე­ლებს, სამწუხაროდ ერთ-ერთი მომვლელი არ აღმოჩნდა სანდო და იძალადა მასზე.“

CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით პო­ლი­ცია იქ მო­მუ­შა­ვე მა­მა­კა­ცე­ბის დნმ-ს ამოწ­მებს, რათა  დაადგინოს თუ ვინ იძალადა პაციენტზე.

ABC-15 თან ანონიმურ ინტერვიუში მისი ყოფილი მომვლელი ამბობს: ” ეს ამბავი შოკისმომგვრელია, და დაუჯერებელია ის ამბავი რომ 9 თვის განმავლობაში ადამიანმა რომელიც მას ბანდა, ვერ შეამჩნია მისი ფეხმძიმობა.”

ფენიქსში მცხოვრები ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს საჯარო განცხადების გაკეთებაზე, მაგრამ მათი ადვოკატმა  Huffington Post-ს უთხრა: “ოჯახი აშკარად აღშფოთებულია, ტრავმირებული და შოკშია მათი ქალიშვილის მიმართ მომხდარი დანაშაულის გამო Hacienda Healthcare- ში. …მი­სი­ვე თქმით, ბავ­შვზე ოჯა­ხი იზ­რუ­ნებს და ის მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნებ­თან გა­იზ­რდე­ბა.

ამ ამბის შემდეგ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლმა თანამდებობა დატოვა.

 

loading...

Facebook Comments

Share.

ავტორის შესახებ