ფოთის მერია 120 კუბოს ყიდულობს

Google+ Pinterest LinkedIn Tumblr +
loading...

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი კუბოების შესაძენად ტენდერს აცხადებს.

როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, მუნიციპალიტეტს 120 კუბოს შეძენა სურს. ტენდერის სავარაუდო ღირებულება კი 27 356 ლარია.

დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ „კუბოები ქალაქ ფოთში მცხოვრები, მარტოხელა, უპატრონო, ვეტერანი და სოციალურად დაუცველი, გარდაცვლილი მოქალაქეებისათვის იქნება განკუთვნილი”.

სატენდერო პირობებში წერია, რომ 2019 წლის ბოლომდე, მომწოდებელმა 120 სტანდარტული ზომის კუბო, გამოკრული სარჩულით, შემსყიდველს საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში უნდა მიაწოდოს.

სატენდერო წინადადება სამმა პრეტედენტმა წარადგინა. მათგან ყველაზე დაბალი ფასი (25 800 ლარი) ინდივიდუალურმა მეწარმემ რომანოზ შამათავამ დააფიქსირა. კომისიამ გამარჯვებულად სწორედ ის დაასახელა.

loading...

Facebook Comments

Share.

ავტორის შესახებ