რომელ ფანჯარაში სჯობს შობის სანთლის ანთება და რატომ ვაკეთებთ ამას

Google+ Pinterest LinkedIn Tumblr +
loading...

7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ვზეიმობთ. პატრიარქის ლოცვა–კურთხევით დამკვიდრდა ტრადიცია – შობის ღამეს სარკმელთან ვანთებთ სანთელს და მოვიხმობთ ქრისტეს, რათა იგი იშვას არა მარტო ჩვენს სახლებში, არამედ ჩვენს გულებში.

შობის ღამეს ფანჯარასთან ანთებული სანთლებით ეგებებიან მართლმადიდებელი მორწმუნეები ყრმა იესოს, რომლისთვისაც ოცდაერთი საუკუნის წინ არცერთი სახლი და სასტუმრო არ მოიძებნა, რომელიც შეიფარებდა.

ფანჯარას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა აღმოსავლეთით კარგი იქნება, საიდანაც ელოდებით “სიმართლის მზეს”.

ერთ-ერთი ქადაგებისას კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აღნიშნა: „დაე, ჩვენც, ანთებული სანთლებით, რწმენით მივეახლოთ ახლადშობილ ყრმას და ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნაცვლად, მივართვათ მონანული, მოსიყვარულე და მადლიერებით სავსე გული, რათა ჩვენშიც იშვას ყრმა ახალი, პირველსაუკუნეთა ღმერთი!“.

საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ყრმა იესოს დაბადებას სამყაროში არაერთი დიადი სასწაული მოჰყვა. მაცხოვრის დაბადებისთანავე გამოქვაბულში უეცრად პირდაპირ ქვიდან წყარომ ამოხეთქა; მისგან შორს, რომში კი მიწიდან სურნელოვანმა ზეთმა იწყო დენა და მდინარის წყალს შეერია; წარმართული ტაძარი, რომელსაც მარადიულს ეძახდნენ, დაინგრა, მასში მდებარე კერპები დაიმსხვრა, ცაზე კი სამი მზე გამოჩნდა; ესპანეთში იმ ღამეს ცაზე თვალისმომჭრელად მბრწყინავი ღრუბელი გაჩნდა; ისრაელში, მიუხედავად ზამთრისა, ვაზი აყვავდა. ხოლო ყველაზე დიდი სასწაული ანგელოზების გამოცხადება იყო, რომლებიც მწყემსებს გამოეცხადნენ.

სასწაულები შობის ღამის განუყოფელ ნაწილად იქცა. დღეს უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ თუ გულწრფელად დაიჯერებ და ისურვებ აუცილებლად ახდება ოცნებები ამ ღამეს. საქართველოში გავრცელებულია საშობაო ლექსი, რომელიც სწორედ ქრისტეშობის სასწაულებზე მოგვითხრობს.

„შობის ღამე დგებაო,

სასწაული ხდებაო,

წმინდა სანთელს ავანთებთ ფანჯრის სარკმელზედაო,

შობის ღამეს მოვიხმობთ

დედა ღვთისმშობელსაო,

სახლი მისი სტუმრობით

მადლით აგვევსებაო,

შობის ღამე დგებაო,

ქრისტე იბადებაო

ყველა სასწაული ხომ

შობის ღამეს ხდებაო!“

წყარო:primetime.ge

loading...

Facebook Comments

Share.

ავტორის შესახებ