ბიძინა ივანიშვილი კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გამო გუნდზე გაბრაზებულია

Google+ Pinterest LinkedIn Tumblr +
loading...

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გამო გუნდზე გაბრაზებულია, რასთან დაკავშირებითაც საკუთარი უკმაყოფილება პარტიის ოფისში გუშინ გამართულ შეხვედრაზეც გამოხატა. ინფორმაციას სააგენტო“ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა დეპუტატების მიმართ უკმაყოფილება და მძაფრი რეაქცია გამოხატა იმის გამო, რომ პარლამენტმა აღნიშნული პროექტის მიღება ვერ შესძლო და მისი საკანონმდებლო ორგანოდან გაწვევის საჭიროება შეიქმნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საკითხზე 2 წლის განმავლობაში მუშაობდა და ინიციატივის საზოგადოებამდე სწორად მისატანად მმართველ გუნდს უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა. ამასთან, წყაროს ცნობით, ივანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ კანონპროექტის გაწვევის შედეგად ქვეყანამ „დიდი ფული“ დაკარგა.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საექსპორტო მიზნებისთვის ქვეყანაში კანაფის კულტივაციის დაწყებას ითვალისწინებდა, მთავრობამ პარლამენტიდან ოქტომბრის ბოლოს გაიწვია. პროექტის გაწვევას წინ უძღვოდა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და შს მინისტრის გიორგი გახარიას საქართველოს კათოლიკოსს პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრა.

loading...

Facebook Comments

Share.

ავტორის შესახებ