ბავშვი საბანში გაახვია და ფანჯრიდან გადასვა … ტრაგედია სენაკში ახალი წლის ღამეს

Google+ Pinterest LinkedIn Tumblr +
loading...

ახალი წლის ღამეს სენაკში აფეთქება მოხდა, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აფეთქების მიზეზი სახლში დაგროვილი ბუნებრივი აირი გახდა.

„ნიუპოსტისთვის“ ტრაგედიის დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი.

ძლიერი აფეთქება და ხანძარი სახლში მაცხოვრებელი მამაკაცის მიერ სიგარეტის მოკიდებამ გამოიწვია. ადგილზე გარდაიცვალა ოჯახის წევრი კაცი. გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევის დროს სახლში ასევე იმყოფებოდა 10 წლის ბავშვიც, რომელიც მამაკაცმა საბანში გაახვია და ცეცხლიდან თავის დაღწევის მიზნით ფანჯრიდან გადასვა.

ამ დროისთვის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მას ფეხი აქვს დამწვარი, რაც შეეხება ქალს, მან მძიმე დაზიანება მიიღო და ამ დროსთვის კრიტიკულ მდგომარეობაში რეანიმაციიულ განყოფილებაშია მოთავსებული.

loading...

Facebook Comments

Share.

ავტორის შესახებ